|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
კახური ტრადიციული მეღვინეობა
|
|
გამოქვეყნდა: 13 მარტი
/ ბოლო ვადა: 13 აპრილი
|
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან მონათესავე სფეროში;
** ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
** დიდ ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამა SAP Business one -ში მუშაობის გამოცდილება ;
** ACCA პირველი დონე აუცილებელია;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგად ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა.
მოვალეობები:
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება;
** ფ/პ მომსახურებების ხელშეკრულებების კონტროლი;
** შესაბამისი ანგარიშების კონტროლი;
** ყოველთვიური დეკლარაციების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** საპენსიო დეკლარაციის მომზადება და საპენსიო განაცემების დათვლა და კონტროლი;
** ხელფასების გადარიცხვების წარმოება;
** საბანკო ტრანზაქციების ასახვა პროგრამაში;
** სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების მიღების, ჩამოწერის ოპერაციები;
** სალარო ნაშთების კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.
უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
** მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი".
"KTW ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|