Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=707573&print=yes&view=jobs
 
Swoop Sales Team Lead
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Swoop Sales Team Lead
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
შემოუერთდი "TNET"-ის ციფრული ეკოსისტემის გუნდს Swoop sales team lead-ის პოზიციაზე!

https://www.tnet.ge/

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა
სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-19:00

შენი როლი თინეთში:

** გაყიდვების დეპარტამენტისთვის ყოველთვიური და ყოველწლიური გეგმების შემუშავება კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე;
** მსხვილ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია მათი ბიზნეს საჭიროებებისა და მოთხოვნების დადგენის მიზნით;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური გაყიდვების ინდივიდუალური/გუნდური გეგმების შესრულებაზე ზრუნვა;
** ახალი კომპანიების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა და საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი პირობების შეთავაზება;
** არსებული პორტფელის შენარჩუნება და გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა;
** ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა ტენდენციების ანალიზი ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირების მიზნით;
** გაყიდვების გუნდის მართვა, მოტივაცია და თანამშრომლების პროფესიული განვითარებაზე ზრუნვა.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;

თინეთში დაგხვდება:

** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორაციული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;

თუ დაინტერესებული ხართ ვაკანსიით, მაშინ:

** გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@tnet.ge
** შეტყობინების სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ.
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა.

შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია