Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=707549&print=yes&view=jobs
 
ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერი/სუპერვაიზერი - სამცხე-ჯავახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერი/სუპერვაიზერი
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერის/სუპერვაიზერის თანამდებობაზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მიერ დასახული გაყიდვების გეგმის შესრულება ყოველთვიური/წლიური კატეგორიებისა და ბრენდების მიხედვით;
** სავაჭრო წარმომადგენლების გუნდის მართვა, მხარდაჭერა და განვითარება;
** დასახული გაყიდვების/სავაჭრო მარკეტინგული აქტივობების შესრულება-განხორციელება დაგეგმილი შედეგის მისაღწევად;
** სავაჭრო წარმომადგენლების მარშრუტიზაცია კომპანიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით რათა მიღწეულ იქნას მარშრუტის მაქსიმალური ეფექტურობა;
** საფასო, ფასდაკლების და საბონუსე პოლიტიკის განხორციელება და კონტროლი სამოქმედო ტერიტორიაზე;
** კლიენტებთან სავაჭრო პირობებზე მოლაპარაკება და პირობების დაცვის მუდმივი მონიტორინგი;
** სამოქმედო ტერიტორიაზე სავაჭრო მოწყობილობის/მაცივრების რაოდენობისა და ფიზიკური მდგომარეობის კონტროლი

კანდიდატის პროფილი:

** უმაღლესი განათლება;
** არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების (FMCG) სფეროში;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** ძლიერი საკომუნიკაციო უნარები;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ქართული თავისუფლად, ინგლისური - B1+
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია მართვის მოწმობა B - კატეგორია, საკუთარი ა/მანქანა

რას გთავაზობთ:

** "პეპსიკოს" პროფესიონალთა გუნდთან ერთად განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობა;
** კონკურენტული საკომპენსაციო პაკეტი;
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის პაკეტი

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 5 აპრილამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია