Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი - მცხეთა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: მეღვინეობა ტიბაანელი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
"მეღვინეობა ტიბაანელი" აცხადებს ვაკანსია მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე, ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოველის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენი მეღვინეობის ბრენდული მაღაზიაში

სამუშაო გრაფიკი: 11:00-20:00, კვირაში 6 დღე (1 დღე დასვენება)
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა მეღვინეობა ტიბაანელის ღვინოების შესახებ და ინდივიდუალური რეკომენდაციების შეთავაზება;
** მომხმარებლის გემოვნების მიხედვით ღვინის შერჩევაში დახმარება;
** ღვინოსთან შეხამებული ხემსის შეთავაზება;
** მაღაზიაში წარმოდგენილი ასორტიმენტის ცოდნა და პროდუქტების პრეზენტაცია;
** სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

** ინგლისური და რუსული ენების გამართულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** ქართული ღვინის სფეროს მიმართ საბაზისო ცოდნა;
** მომხმარებელთან კომუნიკაციის კარგი უნარები;
** სტუმრის დადებით გამოცდილებაზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სასურველია მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება.

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მეილზე: winery@tibaaneli.ge

დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 551 198 626
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე