|
დასახელება:
პირადი მძღოლი
|
| მომწოდებელი:
კერძო პირი
|
|
გამოქვეყნდა: 13 მარტი
/ ბოლო ვადა: 13 აპრილი
|
კერძო პირი აცხადებს ვაკანსიას პირადი მძღოლის თანამდებობაზე.
მძღოლის მოვალეობა წარმოადგენს დამსაქმებლის სატრანსპორტო საშუალებით უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას.
საჭიროების შემთხვევაში, ის უნდა მოემსახუროს არა მხოლოდ დამსაქმებელს, არამედ მის ოჯახის წევრებსაც.
სამუშაო დღეები: 6/1, დასვენების დღე კვირა.
ხელფასი: 1500, 00 ლარი სუფთა ხელზე
მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** დროულად გამოცხადდეს სამსახურში, იყოს მოწესრიგებული და სუფთად ჩაცმული;
** მუდმივი კომუნიკაცია იქონიოს დამსაქმებელთან, რათა მიიღოს და შეასრულოს დავალებები;
** სატრანსპორტო საშუალება ყოველთვის იქონიოს მოწესრიგებულ და ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში;
** იმ შემთხვევაში თუ სატრანსპორტო საშუალება მოითხოვს შეკეთებას, აცნობოს დამსაქმებელს და უზრუნველყოს სარემონტო სამუშაოს ხარისხიანად და დროულად ჩატარებას;
** უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერებისათვის მომზადებას და დაწესებულ ვადებში ჩატარებას;
** დაიცვას შრომის უსაფრთხოების ნორმები და სხვა დაწესებული რეგულაციები;
** შეასრულოს მისი უშუალო ხელმძღვანელის ან/და დამსაქმებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად, დირექტორის) მითითებები და ყოველი ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად მიმართოს დამსაქმებელს შესათანხმებლად;
** მკაცრად დაიცვას მოძრაობის წესები რათა უზრუნველყოს დამსაქმებლის უსაფრთხო მომსახურება;
** დამსაქმებლის გადაადგილების მარშრუტის უსაფრთხო კონტროლი;
** გადაადგილების მარშრუტზე ცვლილებების კონტროლი დაა რეაგირება
მოგვწერეთ მეილზე: info@veraresidence.ge
|
|
|
|