Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=707497&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: საქართველოს ეტლების საწარმო
გამოქვეყნდა: 12 მარტი / ბოლო ვადა: 12 აპრილი
შპს "საქართველოს ეტლების საწარმო" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** BALANCE ის პროგრამაში მუშაობა;
** სრული საბუღალტრო მომსახურება.

უნარ-ჩვევები:

** Balance პროგრამის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** Balance ან 1C პროგრამაში მუშაობის მინიმუმ ხუთ წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (სერტიფიკატით);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:00 საათამდე (1 საათი შესვენება)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, პოლიციის ქ.1.
ანაზღაურება: 2 000 ლარი ხელზე ასაღები (სამუშაო ადგილამდე ტრანსპორტირებას
უზრუნველყოფს კომპანია).

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: salomedzneladze@geowheelchair.com (ელფოსტის "subject" ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება).

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 28 მარტი.

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი
ოფიციალური ვებგვერდით www.etli.ge გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზეsalomedzneladze@geowheelchair.com შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, პოლიციის ქ.1. შპს "საქართველოს ეტლების საწარმო". კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია