Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=707475&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების მენეჯერი ელექტრობა სუსტი დენების განხრით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი ელექტრობა სუსტი დენების განხრით
მომწოდებელი: ბაუმერი
გამოქვეყნდა: 12 მარტი / ბოლო ვადა: 12 აპრილი
კომპანია "Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:

** საინჟინრო სისტემების პროექტირება.
** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.
დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონული მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.

"ბაუმერის" გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე - ელექტრობა სუსტი დენების განხრით.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** ადგილობრივ მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** შესყიდვების პროცედურების და ზოგადი პოლიტიკის შექმნა, დაგეგმვა და მართვა;
** კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია;
** თანამშრომლებისგან შესყიდვების მოთხოვნის მიღება, დამუშავება, შეძენა და უკუკავშირის მიცემა;
** ადგილობრივ მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და პროდუქციის შეძენა საუკეთესო პირობებით;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** ფასწარმოქმნის პროცესის კონტროლი;
** მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (მაიქროსოფთ პროჯექტი, MS Office.).

პროფესიული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესული სიტუაციების გაწონასწორებულად მართვის უნარი;
** რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებული;
** პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია