|
დასახელება:
ქცევითი თერაპევტი/ფსიქოლოგი
|
| მომწოდებელი:
Bright Academy
|
|
გამოქვეყნდა: 12 მარტი
/ ბოლო ვადა: 13 აპრილი
|
ორგანიზაცია "Bright Academy" აცხადებს ვაკანსიას ქცევითი (ABA) თერაპევტის/ფსიქოლოგის პოზიციაზე.
სამუშაო დატვირთვა: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში;
** ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და გამოყენება;
** მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა პროფესიული მასალის დამუშავების დონეზე.
** უპირატესობად ჩაითვლება სიახლისადმი ღიაობა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირება.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბავშვის განვითარების შეფასება (კონკრეტული შესაფასებელი სკრინინგ ინსტრუმენტის საშუალებით) და ინდივიდუალური პროგრამის შედგენაში მონაწილეობის მიღება
** ბავშვთან და მის მშობელთან სამუშაო პროცესის წარმართვა როგორც სახლის, ისე ცენტრის გარემოში;
** რეკომენდაციების გაცემა მშობლისთვის, ან სხვა საჭირო დაწესებულებებისთვის;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
** უწყვეტი სწავლის პროცესში ჩართვა
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: Hr@brightacademy.ge.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 13 აპრილამდე.
|
|
|
|