Робота для біженців з України
მძღოლ-ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-ექსპედიტორი
მომწოდებელი: ლაქტალის ჯორჯია - სანტე
გამოქვეყნდა: 12 მარტი / ბოლო ვადა: 12 აპრილი
"ლაქტალის ჯორჯია" (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat - აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10კმ
განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა;
** სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალების წინასწარ პალეტიზებული პროდუქციით დატვირთვა და ბორტზე სწორად განლაგება (დამხმარე პერსონალთან ერთად);
** სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალებით პროდუქციის ქსელში გადატვირთვა/ჩამოტვირთვა (დამხმარე პერსონალთან ერთად) და პასუხისმგებელი პირისთვის ჩაბარება ზედნადების საფუძველზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** C კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიის სრული ტექსტის სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://hel-ai.com/apply/4RDatjdd
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე