|
დასახელება:
სტაჟიორი პროდუქტებისა და საოპერაციო განყოფილებაში
|
| მომწოდებელი:
მიმინო კავკასიაში
|
|
გამოქვეყნდა: 12 მარტი
/ ბოლო ვადა: 12 აპრილი
|
შემომყვანი ტურისტული კომპანია "მიმინო კავკასიაში" ეძებს სტაჟიორს პროდუქტებისა და საოპერაციო განყოფილებაში.
სტაჟიორი ჩართული იქნება პროდუქტის შექმნისა და დაგეგმილი ტურების საოპერაციო მართვის პროცესებში.
მოლოდინები აპლიკანტის მიმართ:
** მესამე, მეოთხე კურსის სტუდენტი, სასურველია ტურიზმის მიმართულებით;
** პრიორიტეტულია ან ინგლისური, ან იტალიური, ან ესპანური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა;
** ორგანიზებული, დაკვირვებული, თავაზიანი და კეთილგანწყობილი, კომუნიკაციის კარგი უნარებით;
რისი მოლოდინი შეიძლება გქონდეს ჩვენგან:
** მთელი ენთუზიაზმითა ვეცდებით, რომ თავი მალევე იგრძნო "ჩვენიანად"...
** გაგაცნობთ სრულ ციკლს - სტუმრების თვითმფრინავის დაჯდომიდან მათ გაცილებამდე;
** არ დავიშურებთ ცოდნასა და გამოცდილებას, რომ მაქსიმალურად "გაიზარდო" და გაერკვე სფეროს პრაქტიკულ მხარეში;
** თუ ხედვებში, ღირებულებებსა და ინტერესებში სათანადოდ დავემთხვევით, გრძელვადიანი და სასარგებლო თანამშრომლობის საფუძველი შეიძლება გახდეს ეს სტარტი.
შერჩევის ეტაპები:
** მოკლე ტესტირება (ზოგადი უნარები, 30 წთ) და გაცნობითი ხასიათის გასაუბრება;
** შემაჯამებელი შეხვედრა;
არსებითი პირობები:
** სტაჟირების ხანგრძლივობა 6 თვე;
** ანაზღაურება 500 ლარი;
** სამუშაო დრო: კვირაში 20-25 სთ;
მოუთმენლად ველოდებით შენს რეზიუმეს: vacancy@miminotravel.com. სათაურში მიუთითე "სტაჟირება".
|
|
|
|