|
დასახელება:
ტენდერების გაყიდვების სპეციალისტი, ინტერიერის დიზაინერი
|
| მომწოდებელი:
ავეჯის სახლი ლაქშერი
|
|
გამოქვეყნდა: 12 მარტი
/ ბოლო ვადა: 12 აპრილი
|
ავეჯის სახლი "ლაქშერი" აცხადებს ვაკანსიას ტენდერებთან დაკავშირებული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
საქმიანობა:
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება.
** სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულების ფარგლებში პროდუქციის მიწოდების მონიტორინგის განხორციელება და კოორდინაცია ლოჯისტიკის სამსახურთან
** კომერციული წინადადებების ფორმირება მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების ბაზრის კვლევებში მონაწილეობის მიღება და დირექტორის დავალებების შესაბამისად ფასის შეთავაზება.
** კომპანიის პროდუქტების რეალიზაციასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ოპერაციის შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. მათ შორის სარეალიზაციო პროდუქციის ფასების დაანგარიშება და განსაზღვრა.
საერთაშორისო შესყიდვის განხორციელება;
** არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა - შესყიდვის დაგეგმვა და თანმხლები პროცესების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში, ახალი მომწოდებლების მოძიება მოთხოვნების შესაბამისად;
** მომწოდებლებთან ხელშეკრულებების პირობებზე მოლაპარაკება, გაფორმება, მათი მონიტორინგი და დაარქივება შესაბამისი წესების მიხედვით;
პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:
** სასურველია უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, მარკეტინგის ან ეკონომიკის მიმართულებებს);
** Microsoft Office მაღალ დონეზე ცოდნა;
** - ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
** ტექნოლოგიური პროდუქტების/სერვისების ზოგადი ცოდნა;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების შესანიშნავი უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი; როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაოს ხანგრძლივობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #24
ანაზღაურება შეთანხმებით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: vacanciluxury@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 593313738
2. ინტერიერის დიზაინერი
ავეჯის სახლი "ლაქშერი" აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.
საქმიანობა:
** დამკვეთებთან კომუნიკაცია და მათი მოთხოვნების იდენტიფიკაცია;
** დიზაინ - პროექტის კონცეფციის დამუშავებაში მონაწილეობა ხელმძღვანელის ჩართულობით;
** დიზაინ - პროექტის ესკიზებისა და მუდბორდების დამუშავება;
** ავეჯის და მისი აქსესუარების ხარჯთაღრიცხვის შედგენაში მონაწილეობა;
** ავეჯის დეტალების განდეტალების მომზადება.
** ინტერიერის მუშა ნახაზების მომზადება, გეგმარებისა და დეტალური ტექნიკური ნახაზების შემუშავება;
** საჭიროების შემთხვევაში 3D ვიზუალიზაციის დამუშავება;
** დიზაინის პროექტში გამოყენებული მასალების, ავეჯისა და მისი აქსესუარების ბაზარზე მოძიებაში ჩართულობა ან/და ალტერნატიული ერთეულით ჩანაცვლება;
** შესრულებულ პროექტებში ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში ზედამხედველობა;
** პროექტის ვადების განსაზღვრა და კონტროლი.
** ინტერიერის დიზაინის პროექტის სრული პროცესის მართვა ხელმძღვანელის ზედამხედველობით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია პროგრამების სრულყოფილი ცოდნა: ArchCad/AutoCad, Photoshop, 3d Max.
პიროვნული თვისებები:
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;კრეატიულობა;პუნქტუალურობა;
კომუნიკაბელურობა;დეტალებზე ორიენტირებულობა;
სამუშაოს ხანგრძლივობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #24
ანაზღაურება შეთანხმებით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: vacanciluxury@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 593313738.
|
|
|
|