|
დასახელება:
გარე რეკლამის განყოფილების ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
სარეკლამო კომპანია დეიზი
|
|
გამოქვეყნდა: 12 მარტი
/ ბოლო ვადა: 12 აპრილი
|
სარეკლამო საწარმო "დეიზი", რომელიც უკვე 24 წელია ბაზარზე წარმატებით ოპერირებს, ათასობით წარმატებული პროექტის ავტორია. "დეიზის" წარმატება ეფუძნება პროფესიონალ, კეთილსინდისიერ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდს.
პოზიცია- გარე რეკლამის განყოფილების ხელმძღვანელი
კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
** გარე რეკლამის დამზადება
** პრომო პროდუქციის წარმოება
** პოლიგრაფიული მომსახურება
** ფართოფორმატიანი და ოფსეტური ბეჭდვა
** დიზაინის მომსახურება
** კომპანია ეძებს გარე რეკლამის განყოფილების ხელმძღვანელს.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი - სრული, 5 დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათი-პარასკევი), 10:00-19:
** სამუშაო ადგილი - თბილისი, მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების ქ. №49
** სუბორდინაცია - ექვემდებარება წარმოების ხელმძღვანელს
** დაქვემდებარებაში ჰყავს - დამზადების სპეციალისტები, აზომვების სპეციალისტი, მონტაჟის სპეციალისტები, დანადგარის ოპერატორი (სულ15-20 თანამშრომელი)
** ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის სამუშაო გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** გარე რეკლამის წარმოების პროცესის დაგეგმვა, კოორდინაცია, მონიტორინგი და მართვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის სამუშაოების განაწილება და შესრულების კონტროლი;
** სამუშაო გრაფიკების შედგენა და პროექტების ვადების დაცვის უზრუნველყოფა;
** დამზადებისა და მონტაჟის ხარისხის კონტროლი;
** ტექნიკური ნახაზების მომზადების პროცესში დიზაინერებისთვის ტექნიკური კონსულტაციის გაწევა;
** მასალებისა და ტექნიკური რესურსების ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა;
** რთულ პროექტებზე ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულობა;
** შეკვეთაზე გახარჯული მასალის აღრიცხვის წარმოება;
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლი;
მოთხოვნები:
** გარე რეკლამის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია ხელმძღვანელის პოზიციაზე) ან წარმოების სფეროში მომიჯნავე მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
** წარმოების პროცესების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel);
** ტექნიკური განათლება.
თუ დაინტერესდით აღნიშნული ვაკანსიით და თვლით, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@daisy.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გარე რეკლამის განყოფილების ხელმძღვანელი.
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება ტელეფონის საშუალებით დაკავშირება და გასაუბრების დანიშვნა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 16 აპრილი 2026.
კანდიდატის შერჩევისას კომპანია ითვალისწინებს მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაო გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
გაცნობებთ, რომ შპს "დეიზი" კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1
წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ელ. ფოსტაზე: hr@daisy.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|