Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=707330&print=yes&view=jobs
 
ავთენტურობის დამადასტურებელი მარკირების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავთენტურობის დამადასტურებელი მარკირების სპეციალისტი
მომწოდებელი: ბუმ გრუპი
გამოქვეყნდა: 12 მარტი / ბოლო ვადა: 25 მარტი
შპს "ბუმ გრუპი" წარმოების გუნდისთვის ეძებს პროდუქტის ავთენტურობის დამადასტურებელი მარკირების სპეციალისტს, რომელსაც მოეთხოვება შემდეგი სამუშაოს შესრულება:

** წარმოებული პროდუქტის დამატება პროგრამულ ბაზაში;
** პროდუქციის წარმოების დასრულების შემდეგ, პროგრამასა და საწყობში არსებული პროდუქციის რაოდენობების შედარება;
** ანგარიშის შედგენა ყოველი წარმოების დასრულების შემდეგ, გამოყენებული კოდების გადაგზავნა წარმოებული პროდუქციის დამკვეთთან;
** ნაკლული კოდების თავიდან დაბეჭდვა;
** პროდუქციის სატრანსპორტო საშუალებაში დატვირთვისას ანგარიშის წარმოება და მიწოდება პროდუქციის დამკვეთისთვის;
** პროდუქციის წარმოებისას მარკირების პროცესის მონიტორინგი და წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრა;

აუცილებელი მოთხოვნები:

** განათლება - სრული ზოგადი განათლება;
** კომპიტერული უნარები - მაღალ დონეზე;
** ენები: ქართული, ინგლისური და რუსული (უცხო ენები B1-B2 დონე);
** სქესი და ასაკი: მამრობითი, 25-40 წლამდე.

კანდიდატი უნდა იყოს პასუხიმგებლობიანი, პუნქტუალური, კომუნიკაბელური. აღნიშნულ პირს უნდა ჰქონდეს გუნდური მუშაობისა და მოქნილობის უნარი, რათა პრობლემების გადაჭრაზე იყოს ორიენტირებულ სტრესულ სიტუაციაში.

სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ, 10:00-18:00. არასამუშაო დღეები დამატებით ანაზღაურდება. ასეთ შემთხვევაში, სამუშაო საათებია 10:00-18:00.
ხელფასი: 1 500 ლარი (ხელზე ასაღები ხელფასი) + ბონუსები.

ბენეფიტები: კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული ტელეფონის ნომერი, კვება დღეში ერთხელ.
სამუშაო ადგილმდებარეობა: 0109 ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის 1-ლი შესახვევი, #14, თბილისი, საქართველო.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 26 მარტი, 2026.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ ორ ელ.ფოსტაზე: gocha@boomgroup.ge და office@boomgroup.ge, ხოლო სათაურის ველში მიუთითოთ "ვაკანსია - პროდუქტის ავთენტურობის დამადასტურებელი მარკირების სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია