Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=707305&print=yes&view=jobs
 
ფარმაციის კატეგორიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფარმაციის კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: ფიფლია
გამოქვეყნდა: 12 მარტი / ბოლო ვადა: 12 აპრილი
"ფიფლია" - არის HR აუთსორსული კომპანია, ბიზნესის სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ადამიანურ კაპიტალს ბიზნესის ზრდის მთავარ ძალად გარდაქმნის. ჩვენ ვფარავთ HR-ის ყველა მიმართულებას - დაწყებული რეკრუტინგითა და ჰედჰანთინგით, დოკუმენტაციის ადმინისტრირებით, ორგანიზაციული ტრენინგებით და ქოუჩინგით, ფეიროლით - დასრულებული იურიდიული მომსახურების აუთსორსით, ბრენდინგითა და კვლევებით.

HR აუთსორსული კომპანია "ფიფლია" პარტნიორი კომპანიისთვის ეძებს ფარმაციის კატეგორიის მენეჯერს.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 4000 + ბონუსი
** სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათი - პარასკევი)
** სამუშაო ფორმატი: ოფისიდან
** ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა და 5 Day Off წელიწადში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ფარმაციის სფეროში, კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კატეგორიაში შემავალი ბრენდების გაყიდვების ზრდისა და მომგებიანობის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების, მარგინალობისა და ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი;
** ფასწარმოქმნის ანალიზი და ფასებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება;
** ბაზრისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი და ანალიზი;
** ბრენდებისა და პროდუქციის განვითარების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** პროდუქციის პორტფელის მართვა, ასორტიმენტის, მარაგებისა და შეკვეთების კონტროლი;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება შესაბამის გუნდებთან თანამშრომლობით;
** პროდუქტის შესახებ ტრენინგებისა და პრეზენტაციების ჩატარება გაყიდვების გუნდთან და პარტნიორებთან;
** ახალი პროდუქტების მოძიება, შეფასება და დანერგვის პროცესის მართვა;
** მომწოდებლებთან კომერციული პირობების შეთანხმებაში მონაწილეობა.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: HR@piplia.ge და Subject - ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ შპს "ფიფლია"-ს და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: HR@piplia.ge

შპს "ფიფლია" დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია