|
დასახელება:
მძღოლი - C კატეგორია
|
| მომწოდებელი:
კონტაქტჰოუმი
|
|
გამოქვეყნდა: 12 მარტი
/ ბოლო ვადა: 16 აპრილი
|
"Konatk"-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!
ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა).
უკვე 250-მდე პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.
ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
პოზიცია: მძღოლი - C კატეგორია
რატომ უნდა შემოგვიერთდე? ჩვენ ვაფასებთ შენს შრომას:
** სტაბილური შემოსავალი: ხელფასი 1500₾ + ბონუსი;
** გრაფიკი: მოქნილი, 40-საათიანი სამუშაო კვირა;
** ჯანმრთელობა: კორპორაციული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის;
** აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
** განვითარება: ხელშეწყობა კარიერულ წინსვლასა და დაწინაურებაში.
შენი მისია კომპანიაში: შენ ხარ ადამიანი, რომელიც აგვირგვინებს ჩვენს შრომას! ფილიალების დროული მომარაგება დამოკიდებულია სწორედ შენს ოპერატიულობასა და პასუხისმგებლობაზე.
** პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიტანა ფილიალებში;
** ტრანსპორტირებისას ტექნიკისა და აღჭურვილობის უსაფრთხოების დაცვა;
** კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გაფრთხილება და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი.
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
** გაქვს C კატეგორიის მართვის მოწმობა;
** გაქვს სატვირთოს მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** კარგად იცნობ თბილისის ქუჩებს;
** გესმის ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები;
** ხარ გუნდური და გაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
მზად ხარ შემოუერთდე ჩვენს დინამიკურ გუნდს? გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) მისამართზე: CV@kontakt.ge
გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ: "მძღოლი C კატეგორია"
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 16 აპრილი, 2026
წარმატებებს გისურვებთ!
** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|