|
დასახელება:
უფროსი IT ინფრასტრუქტურის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კრედიტინფო საქართველო
|
|
გამოქვეყნდა: 12 მარტი
/ ბოლო ვადა: 21 მარტი
|
სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო "კრედიტინფო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას უფროსი IT ინფრასტრუქტურის მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
ფუნქციები და მოვალეობები:
ინფრასტრუქტურის მართვა:
** Microsoft Windows Active Directory, HyperV და Windows Server გარემოს ადმინისტრირება.
** Microsoft SQL Server -ის ადმინისტრირება.
** Fortgate ფაირვოლების და WAF-ის ადმინისტრირება.
** Microsoft Azure და Microsoft 365 ადმინისტრირება.
** Linux სისტემების ადმინისტრირება (Red Hat, Ubuntu).
** სხვადასხვა ქლაუდ სერვისების ადმინისტრირება.
კრედიტინფოს ძირითადი სისტემის მხარდაჭერა
** კრედიტინფოს კლიენტი ორგანიზაციების მხარდაჭერა კრედიტინფოს სისტემაში ინტეგრაციის ტექნიკურ საკითხებში.
** კრედიტინფოს სისტემის განვითარების და ტექნიკური მხარდაჭერის ამოცანებში ჩართულობა.
შიდა პროექტები და მხარდაჭერა
** კრედიტინფოს თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა.
** ბიუროს პროდუქტების დანერგვა-განვითარების პროექტებში ჩართულობა.
** ინფორმაციული უსაფრთხოების და აუდიტის მოთხოვნების ტექნიკური იმპლემენტაცია.
** ზემომოყვანილ ამოცანებთან დაკავშირებული დავალებების შესრულება და IT დეპარტამენტის უფროსთან რეპორტინგი მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების თაობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები
** Microsoft Azure cloud, Microsoft 365, Microsoft Windows Active Directory, HyperV, Windows Server, MS SQL Server, Windows 11 სისტემების ადმინისტრირების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** Fortigate ფაირვოლების ადმინისტრირების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** Linux სისტემების (Red Hat, Ubuntu) ადმინისტრირების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** უმაღლესი განათლება
** სიზუსტე და დეტალების მიმართ ყურადღება.
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა (წერითი და ზეპირი კომუნიკაცია).
კანდიდატის შერჩევა მოხდება რეზიუმეს და გასაუბრების საფუძველზე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 2026 წლის 21 მარტის ჩათვლით გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr@creditinfo.ge.
|
|
|
|