Робота для біженців з України
მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 12 მარტი / ბოლო ვადა: 11 აპრილი
"ალტა" არის ლიდერი კომპანია საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით.

"ალტა" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგისა და საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა და აღსრულების მონიტორინგი;
** მარკეტინგის დეპარტამენტის მართვა და ფუნქციების ეფექტური გადანაწილება;
** მარკეტინგის ბიუჯეტის დაგეგმვა, კონტროლი და ოპტიმიზაცია;
** წლიური მარკეტინგული აქტივობებისა და კამპანიების დაგეგმვა, აღსრულების მონიტორინგი;
** ბრენდის ცნობადობის გაზრდაზე ორიენტირებული კომუნიკაციის კონცეფციების განვითარება;
** მედია კომუნიკაციისა და სოციალური მედიის არხების მართვა;
** სხვადასხვა სარეკლამო არხის (ციფრული პლატფორმები, სოციალური მედია, ტელევიზია, პრესა და სხვა) ეფექტური გამოყენება;
** მარკეტინგული კამპანიების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ციფრულ მარკეტინგში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა;
** ციფრული სარეკლამო პლატფორმების (Meta Ads, Google Ads და სხვა) ცოდნა;
** მარკეტინგული ანალიტიკის ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება (მაგ. Google Analytics და სხვა).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
** ლიდერული და გუნდის მართვის ძლიერი უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/p9ESJWnd
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე