|
დასახელება:
რეპორტინგის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სქილვილ
|
|
გამოქვეყნდა: 12 მარტი
/ ბოლო ვადა: 31 მარტი
|
"სქილვილის კოლეჯი" ეძებს გამოცდილ რეპორტინგის მენეჯერს.
ძირითადი მოვალეობები:
** ფინანსური და ოპერაციული მონაცემების აღრიცხვა, ანალიზი და რეპორტინგი;
** თვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** ანალიტიკური რეპორტების სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის და ხელმძღვანელობისთვის შექმნა;
** ბიუჯეტის მონიტორინგი
** ფინანსური დირექტორისა და ადმინისტრაციის ყოველდღიურ ფინანსურ პროცესებში მხარდაჭერა;
** რთული მონაცემების ანალიზი Excel-ში ფორმულების, პივოტ-ცხრილების და მონაცემთა ვიზუალიზაციის გამოყენებით;
** რეპორტინგის დროული წარმოება;
** გუნდის მხარდაჭერა და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობის ფარგლებში.
აუცილებელი უნარები და გამოცდილება
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ფინანსურ აღრიცხვასა და რეპორტინგში;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00);
** ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა ბენეფიტები.
დოკუმენტების მიღების ბოლო ვადა: 31 მარტი, 2025 წელი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, დოკუმენტების მიღების ვადაში გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მეილზე a.idadze@skillwill.edu.ge.
საბჯექთში მიუთითეთ პოზიციის სახელი.
|
|
|
|