Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=707186&print=yes&view=jobs
 
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბიესი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 11 აპრილი
შპს "ბიესი" ლიდერი კომპანია საქართველოში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მიწოდების სფეროში აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის №134
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება და კლიენტთა ბაზის წარმოება;
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** კლიენტებისთვის კომპანიის სერვისების წარდგენა/გაცნობა, მოლაპარაკების წარმოება;
** კლიენტთა მოთხოვნების შესწავლა და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზების მომზადება;
** კლიენტებთამ შემდგომი ურთიერთობა, პროქტის მსვლელობის და კლიენტის კმაყოფილების მონიტორინგი;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამშენებლო მასალების კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით;
** სასურველია ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე;
** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა MS Word, Excel;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** პუნქტუალური.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ტრენინგები და პროდუქციის შესწავლა;
** ჯანმრთერლობის დაზღვევა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - HR@bs.ge და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 2 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია