Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=707164&print=yes&view=jobs
 
HVAC ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HVAC ტექნიკოსი
მომწოდებელი: ინსერვისი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 11 აპრილი
კომპანია "ინსერვისი" ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე 2009 წლიდან და არის საქართველოს წამყვანი საინჟინრო კომპანია, რომელიც ახორციელებს გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და სხვა საინჟინრო სისტემების გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას ქვეყნის მასშტაბით.

ჩვენი კლიენტები წარმოადგენენ კომერციულ ცენტრებს, ბანკებს, სასტუმროებს, საოფისე და საცხოვრებელ კომპლექსებს.

ჩვენი კლიენტები 2009 წლიდან არიან: თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, ტერა ბანკი, თეგეტა მოტორსი, ახალი ნათება, ამანათი და ა.შ.

ვეძებთ HVAC ტექნიკოსს:

ფუნქცია-მოვალეობები:

** HVAC სისტემების (ჩილერები, VRF სისტემები, SPLIT კონდიციონერები) სერვისი;
** შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** მენეჯერთან აქტიური კომუნიკაცია, პრობლემების იდენტიფიცირება და ოპტიმალური გადაწყვეტილებების შეთავაზება სამუშაო პროცესში;
** სახარჯი მასალების აღრიცხვა და საჭიროების განსაზღვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურეველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება HVAC სფეროში ან ხელოსნად მუშაობის გამოცდილება ნებისმიერ სხვა სფეროში;
** სასურველია მართვის მოწმობა (B კატეგორია).

რას გთავაზობთ:

** კონკურენტულ და მზარდ ანაზღაურებას;
** სამუშაო ავტომობილს და ტექნიკურ აღჭურვილობას;
** სტაბილურ სამუშაოს განვითარებად კომპანიაში;
** ყოველკვირეულ ტრენინგებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად;

ძირითადი პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი (დასვენება: კვირა + 1 სასურველი დღე).
** ანაზღაურება: 1500-1850 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით).
** დამატებით: ზეგანაკვეთურის ანაზღაურება + ბონუსების სისტემა.
** ხელშეკრულება: მინიმუმ 6 თვე (გამოსაცდელი ვადა — 3 თვე).

გამოსაცდელი პერიოდი (გამოცდილების არმქონეთათვის): პროცესი დაყოფილია 3 ეტაპად და სრულად ანაზღაურებადია:

1. შესავალი (800 ₾): სამუშაო პროცესის გაცნობა კვალიფიციურ კადრთან ერთად.
2. მომზადება (1100 ₾): შიდა ტექნიკური ტრენინგები და პასუხისმგებლობის ეტაპობრივი ზრდა.
3. დამოუკიდებელი საქმიანობა (1500 ₾): გეგმური სამუშაოების დამოუკიდებლად შესრულება.
წარმატებული სტაჟირების შემდეგ, თანამშრომელი გადადის ძირითად შტატში ფიქსირებული ხელფასით.

დაინტერესების შემთხვევაში: გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@inservice.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: "ტექნიკოსი".

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია