|
დასახელება:
ხაზინის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
პროკრედიტ ბანკი
|
|
გამოქვეყნდა: 11 მარტი
/ ბოლო ვადა: 20 მარტი
|
"პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ხაზინის სპეციალისტის პოზიციაზე ხაზინის განყოფილებაში.
პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადეკვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.
პროკრედიტ ბანკ საქართველოს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში არსებულ რეიტინგებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია და ქვეყნის რეიტინგს აღემატება ერთი ბიჯით.
სამუშაოს აღწერა:
** ბანკის კორპორატიული ღირებულებებისა და ბიზნეს სტრატეგიის ცოდნა/გაზიარება
** განყოფილების საერთო მიზნისკენ მიმართულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება
** ბანკის კომერციული სავალუტო კურსების დადგენა და მუდმივი მონიტორინგი
** კლიენტებთან სავალუტო კურსებზე მოლაპარაკება
** სავალუტო პოზიციის მართვა
** ბანკთაშორის სავალუტო ოპერაციების წარმოება
** მოკლევადიანი ლიკვიდურობის მართვა
** სავალდებულო რეზერვების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა
** ფინანსურ ბაზრებზე დაკვირვება და ანალიზი (ფულის ბაზარი, კაპიტალის ბაზარი, უცხოური ვალუტის ბაზარი)
** ლიკვიდური სახსრების განთავსება ბანკთაშორის ბაზარზე ან ფასიან ქაღალდებში
** ფულადი სახსრების მართვა
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა (>B1, CEFR-ის მიხედვით)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** მოტივაცია და ენერგიულობა
** ინიციატივის გამოჩენის უნარი
** მოქნილობა და ოპერატიულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** განვითარებაზე ორიენტაცია
** სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი
** სამუშაოს დათქმულ დროზე შესრულების უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების დროულად და დამოუკიდებლად მიღების უნარი
თუ დაინტერესებული ხართ აღნიშნული ვაკანსიით, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — ხაზინის სპეციალისტი გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 20/03/2026
გისურვებთ წარმატებას!
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com
სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22; geo.info@procredit-group.com
|
|
|
|