Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=707140&print=yes&view=jobs
 
ასისტენტ-პროფესორი - ვეტერინარია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ასისტენტ-პროფესორი - ვეტერინარია
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 21 აპრილი
შპს "ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტზე შემდეგი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

ვეტერინარიის ინტეგრირებული (ინგლისურენოვანი) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში:

ერთი ასისტენტ-პროფესორის ვაკანსია (პროფესიული ნიშნით) - კლინიკური დიაგნოსტიკის მიმართულებით.

საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (პროფესიული ნიშნით) პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
ბ) ჰქონდეს არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში;
გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) უნდა ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება;
დ) სავალდებულოა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: info@eu.edu.ge) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით. კონკურსანტის მიერ განაცხადი ივსება მხოლოდ ერთ პოზიციაზე/ერთ სფეროში.
ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე, უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული რეზიუმეს ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, მათ შორის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული) დიპლომის არსებობის შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
ე) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები და საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
ვ) შესაბამის დარგში პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაბამისი სილაბუსები (ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსია);
თ) "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.

კონკურსი ჩატარდება შპს ევროპის უნივერსიტეტის "პერსონალის შერჩევის წესის" შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

1. პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
2. მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

კონკურსის ვადები:

** კონკურსი გამოცხადებულია 2026 წლის 11 მარტიდან;
** აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 14 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით;
** კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2026 წლის 27 აპრილს;
** კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2026 წლის 29 აპრილს;
** კონკურსის შედეგების გაცნობა კონკურსანტებისთვის არაუგვიანეს 2026 წლის 29 აპრილი;
** კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2026 წლის 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით.

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური, ხოლო კონკურსანტთა კონსულტირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76; ტელ: 032 2 000 171
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია