|
დასახელება:
აღმასრულებელი დირექტორი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს წიგნის ასოციაცია
|
|
გამოქვეყნდა: 11 მარტი
/ ბოლო ვადა: 31 მარტი
|
საქართველოს წიგნის ასოციაცია აცხადებს კონკურსს აღმასრულებელი დირექტორის შესარჩევად.
ძირითადი მოვალეობები:
** მართავს ასოციაციას საწესდებო მიზნების შესაბამისად.
** წარმოადგენს ასოციაციას მესამე პირებთან.
** უძღვება ასოციაციის ყოველდღიურ საქმიანობას.
** განკარგავს ასოციაციის ფინანსებსა და ქონებას, პასუხისმგებელია მის მიზნობრივ გამოყენებაზე.
** ხელს აწერს ხელშეკრულებებს, მემორანდუმებს და სხვა დოკუმენტებს ასოციაციის სახელით.
** გეგმავს პროექტებს და ზედამხედველობს მათ სათანადოდ შესრულებას.
** ხელმძღვანელობს ასოციაციის თანამშრომლებს, ნიშნავს და ათავისუფლებს მათ.
** განსაზღვრავს სახელფასო სქემას, თანამშრომელთა წახალისების პოლიტიკას.
** ასოციაციის თავმჯდომარესთან ერთად ამზადებს წლიურ ანგარიშებს საერთო კრებაზე წარსადგენად.
** გაწეული საქმიანობის შესახებ სისტემატურად აბარებს ანგარიშს გამგეობას.
** ასრულებს ორგანიზაციის წესდებით და გამგეობის მიერ მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** წიგნის ინდუსტრიის ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის სულ მცირე, 5 წლიანი გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** წიგნის ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესების კარგი ცოდნა;
** ძლიერი ანალიტიკური უნარები;
** პარტნიორების მოძიებისა და საპროექტო წინადადებების წერის უნარები;
** მედიასთან, სპონსორებთან, პარტნიორებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების უნარი;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
** კანდიდატი არ უნდა უნდა იყოს აფილირებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური წარსული
განაკვეთი: სრული
სამუშაოს დაწყების თარიღი: 2026 წლის აპრილი
სამუშაო ადგილი: თბილისი
დაინტერესებულმა პირმა უნდა გამოაგზავნოს:
** დეტალური CV
** სამოტივაციო წერილი. სამოტივაციო წერილში კანდიდადტმა უნდა აღწეროს, თუ როგორ აფასებს წიგნის ინდუსტრიის მიმდინარე გამოწვევებს და როგორი ხედავს ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიას.
შერჩევის პროცედურა:
განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ წიგნის ასოციაციის გამგეობა შერჩეულ კანდიდატებთან ატარებს ინდივიდუალურ გასაუბრებას, რის შემდეგაც მიიღებს გადაწყვეტილებას.
ანაზღაურება: 3000 ლარი გადასახადების გარეშე.
განაცხადის წარდგენა:
დოკუმენტები უნდა გამოაგზავნოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: geobookassociation@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ: აღმასრულებელი დირექტორის კონკურსი
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 31 მარტი.
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს წიგნის ასოციაცია დაფუძნდა 2025 წლის თებერვალში და ამჟამად აერთიანებს 26 წევრს (გამომცემლობებს და წიგნის მაღაზიებს) ორგანიზაციის მთავარი მიზანი წიგნის ინდუსტრიის განვითარება და კითხვის პოპულარიზაციაა.
|
|
|
|