Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=707100&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური დირექტორი
მომწოდებელი: დეკოლაინი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 11 აპრილი
სამშენებლო კომპანია "დეკოლაინი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე.

ვეძებთ გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის ტექნიკურ დეპარტამენტს და უზრუნველყოფს სამშენებლო და სარემონტო პროექტების ტექნიკური პროცესების ეფექტურ მართვას, ხარისხის კონტროლსა და პროექტების დროულ განხორციელებას.

ტექნიკური დირექტორი პასუხისმგებელი იქნება პროექტების ტექნიკურ შეფასებაზე, სამუშაოთა დათქმულ ვადაში შესრულების უზრუნველყოფაზე, ტექნიკური გუნდის კოორდინაციასა და ტექნიკური დოკუმენტაციის მართვაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო და სარემონტო პროექტების ტექნიკური შეფასება და ობიექტებზე ვიზიტი
** პროექტის მენეჯერთან ერთად სამუშაოების კალენდარული გრაფიკის დაგეგმვა
** ხარჯთაღრიცხვების მომზადებისა და განფასების პროცესის კონტროლი
** საპროექტო დოკუმენტაციასა და ხარჯთაღრიცხვებს შორის თანხის მოცულობების შესაბამისობის კონტროლი
** ტექნიკური დეპარტამენტის ინჟინრების მუშაობის მონიტორინგი და პროექტების სტატუსის მართვა
** პროექტებზე შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი
** ფორმა #2-ისთვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის (ლაბორატორიული დასკვნები, სერტიფიკატები, ფარული სამუშაოების აქტები და სხვ.) შეგროვების კონტროლი და დამკვეთთან წარდგენა
** ობიექტების დასრულებისას მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების პროცესის კონტროლი
** საბოლოო საშემსრულებლო ნახაზების მომზადების ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტაციის თავმოყრა
** ფორმა #2-ისა და დეფექტური აქტების საფუძველზე მასალების ჩამოწერის პროცესის კონტროლი
** ობიექტების დათვალიერება საგარანტიო ვადის დასრულების შემდეგ და შესაბამისი აქტების მომზადება
** საჭიროების შემთხვევაში შიდა ტექნიკური ნორმატიული დოკუმენტების შემუშავება
** ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლების შერჩევის პროცესში მონაწილეობა HR დეპარტამენტთან ერთად
** შვილობილი კომპანიების ტექნიკური კონსულტირება საჭიროებისამებრ
** არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის პროექტების ტექნიკური შეფასება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლებაL

** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო, არქიტექტურის ან მენეჯმენტის მიმართულებით
** პროფესიული სერტიფიკატები ან ტრენინგები პროექტების მართვის ან სამშენებლო სტანდარტების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო გამოცდილება:

** ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ან სამშენებლო/სარემონტო პროექტების მართვის მინიმუმ 5-10-წლიანი გამოცდილება
** პროექტების ტექნიკური შეფასების, კალენდარული გრაფიკების მომზადებისა და ხარჯთაღრიცხვების კონტროლის გამოცდილება
** ობიექტების ტექნიკური მონიტორინგისა და დამკვეთებთან კომუნიკაციის პრაქტიკა

პროფესიული უნარები:

** სამშენებლო და სარემონტო პროექტების ტექნიკური სტანდარტების ცოდნა
** ხარჯთაღრიცხვებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მართვის უნარი
** პროექტების დაგეგმვისა და პროგნოზირების უნარი
** სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების კონტროლის გამოცდილება
** ტექნიკური აუდიტისა და რისკების შეფასების უნარი
** ტექნიკური გუნდის მართვისა და მენტორინგის გამოცდილება
** ფორმა #2-ისა და სამშენებლო დოკუმენტაციის მართვის ცოდნა
** არქიტექტურული და დიზაინის პროექტების შეფასების უნარი

პიროვნული თვისებები:

** ლიდერული უნარები და გუნდის მართვის გამოცდილება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება
** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი
** ძლიერი კომუნიკაციის უნარი და დამკვეთებთან ეფექტური ურთიერთობა
** ინიციატივა და პროცესების ოპტიმიზაციის სურვილი

დამატებითი მოთხოვნები:

** მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა წესების დაცვა
** შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა ობიექტებზე ვიზიტის დროს
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა
** დროის ეფექტური მართვა და რეპორტინგის ვადების დაცვა
** ზუსტი და სისტემური დოკუმენტაციის წარმოება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: cv@decoline.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "ტექნიკური სამსახურის დირექტორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია