Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=707098&print=yes&view=jobs
 
საქმეთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საქმეთა მწარმოებელი
მომწოდებელი: დეკოლაინი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 11 აპრილი
სამშენებლო კომპანია "დეკოლაინი" აცხადებს ვაკანსიას საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე.

ვეძებთ გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო და სარემონტო ობიექტებზე სამუშაო პროცესების გამართულობას, ხარისხის კონტროლსა და გუნდის ეფექტურ კოორდინაციას. საქმეთა მწარმოებელი პასუხისმგებელი იქნება პროექტის გეგმის მიხედვით შესრულებაზე, რესურსების რაციონალურ გამოყენებასა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დაგეგმვა და ორგანიზება: პროექტის მასალების დეტალური გაცნობა, დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა.
** სამუშაოების მართვა: ობიექტებზე დავალებების განაწილება, ბრიგადების სამუშაო განრიგის შედგენა და უფლებამოსილ პირებთან მუდმივი კომუნიკაცია.
** მონიტორინგი: სამუშაოების მიმდინარეობაზე დაკვირვება, პროექტთან შესაბამისობის შეფასება და ნებისმიერ გადახრაზე ოპერატიული რეაგირება.
** მომარაგება: შესყიდვების დეპარტამენტთან კოორდინაცია ობიექტის ტექნიკითა და მასალით დროული მომარაგების მიზნით.
** რეპორტინგი: ყოველდღიური სამუშაოების შეჯამება, დოკუმენტირება და მომდევნო დღის აქტივობების დაგეგმვა.
** დოკუმენტბრუნვა: ნამუშევარ საათებზე მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება და ყოველი სათანადო ინფორმაციის დროული მიწოდება უფლებამოსილ პირებთან.
** ხარისხი და უსაფრთხოება: სამშენებლო სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა; საფრთხეების იდენტიფიცირება.
** რესურსების კონტროლი: მასალებისა და რესურსების რაციონალური ხარჯვისა და ობიექტზე დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამშენებლო, საინჟინრო, არქიტექტურის ან პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით).
** დამატებითი სერტიფიკატები მშენებლობის მართვის ან შრომის უსაფრთხოების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო გამოცდილება:

** მინიმუმ 5 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება მშენებლობის ან/და პროექტების მართვის სფეროში.
** საცხოვრებელი, კომერციული ან ინდუსტრიული პროექტების მართვის გამოცდილება.
** ბიუჯეტის, მასალებისა და ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკა.

პროფესიული უნარები:

** სამშენებლო/სარემონტო პროექტების დაგეგმარებისა და კოორდინაციის ცოდნა.
** ბიუჯეტირების, რესურსების მართვისა და ხარჯთაღრიცხვების კითხვის ცოდნა.
** ხარისხის კონტროლისა და უსაფრთხოების სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა.
** რისკების იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტილების სხარტად მიღების უნარი.

პიროვნული თვისებები:

** ლიდერული თვისებები და გუნდური მუშაობის ორგანიზების უნარი.
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** კომუნიკაბელურობა, კონფლიქტების მართვისა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.
** სტრესულ გარემოში ეფექტური მუშაობის უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

** შრომის უსაფრთხოებისა და დისციპლინის წესების მკაცრი დაცვა.
** კომპანიის შიდა ნორმატიული დოკუმენტებისა და კანონმდებლობის დაცვა.
** დროის ეფექტური მართვა და ანგარიშვალდებულება (რეპორტინგი).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: cv@decoline.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "საქმეთა მწარმოებელი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია