Робота для біженців з України
პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: დეკოლაინი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 11 აპრილი
სამშენებლო კომპანია "დეკოლაინი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის (სამშენებლო და სარემონტო განხრით) პოზიციაზე. ვეძებთ მაღალკვალიფიციურ კადრს, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას პროექტების სრულ ციკლზე — დაგეგმვიდან ჩაბარებამდე. პროექტის მენეჯერი უზრუნველყოფს ვადების, ბიუჯეტისა და ხარისხის სტანდარტების დაცვას, ასევე ეფექტურ კომუნიკაციას დამკვეთსა და კომპანიის შიდა გუნდებს შორის.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტების ფარგლებში საქმიანობის დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება.
** პროექტების ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვა და გადახარჯვის შემთხვევაში დასაბუთებული არგუმენტების წარდგენა;
** პროექტმენეჯერების საქმიანობის მონიტორინგი/კოორდინაცია და საჭიროების შემთხვევაში მათ უშუალო საქმიანობებში ინტეგრაცია
** პროექტების მსვლელობის მონიტორინგი;
** პროექტებში ჩართულ ყველა ორგანოსთან ეფექტიანი კომუნიკაცია;
** პროექტების რისკების მართვა;
** დოკუმენტური აღრიცხვის წარმოება (ჩასაშლელია დოკუმენტაციის ჩამონათვალი: შეთანხმების აქტები, მოცულობათა უწყიდები და დოკუმენტაცია, გეოლოგის დასკვნები ქვაბულებზე/საძირკვლებზე, ხიმინჯების ლაბორატორია და მათი აქტები, ჩაზომვის აქტები, და სხვა დოკუმენტაცია ობიექტების მიხედვით)
** მენეჯმენტთან პროექტების პროგრესის შესახებ ანგარიშგება;
** სამშენებლო- სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა ტექნიკურ სამსახურთან ერთად ზედამხედველობა და მართვა
** სამშენებლო პროექტების ფარგლებში პოტენციური მომწოდებლების მოძიება, მათთან შეხვედრა და კონსულტაციების წარმოება ყველაზე ოპტიმალური წინადადების შერჩევის მიზნით;
** საჭიროების მიხედვით პროდუქციისა და ფასების კვლევა და შესაბამისი ბაზების რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** შეძენილი პროდუქციის უსაფრთხო მიღება-დასაწყობება ორგანიზება დანიშნულების ადგილამდე; ასევე პროცესისათვის საჭირო რესურსების მობილიზება.
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, შეგროვება და შესაბამის დეპარტამენტში დროული მიწოდება;
** გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დროული და ხარისხიანი შესრულების მონიტორინგი; (მათ შორის ხელოსნებთან, ტექნიკის მომწოდებლებთან, ქვეკონტრაქტორებთან ვადის და ფინანსების კონტროლი)
** უშუალო მენეჯერის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულება მოთხოვნისამებრ.
** მშენებლობის ხარისხის კონტროლი მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** კოორდინირება გაუწიოს დაქვემდებარებულ თანამშრომლებს;
** ყოველდღიურ რეჟიმში ობიექტებზე ვიზიტი და ზედამხედველობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის, არქიტექტურის ან ბიზნესის ადმინისტრირების (პროექტების მენეჯმენტი) მიმართულებით.
** PMP ან მსგავსი პროფესიული სერტიფიკატები ჩაითვლება დიდ უპირატესობად.

სამუშაო გამოცდილება:

** მინიმუმ 5-10 წლიანი გამოცდილება სამშენებლო/სარემონტო პროექტების მართვის მიმართულებით.
** რამდენიმე პარალელური პროექტის მართვის გამოცდილება.
** ბიუჯეტირებისა და ფინანსური რეპორტინგის წარმოების გამოცდილება.

პროფესიული უნარები:

** სამშენებლო ნორმებისა და ტექნოლოგიური პროცესების საფუძვლიანი ცოდნა.
** პროექტების მართვის პროგრამების ცოდნა (მაგ: MS Project, Primavera ან მსგავსი).
** ხარჯთაღრიცხვების, ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის კითხვისა და ანალიზის უნარი.
** მოლაპარაკებების წარმოებისა და კონფლიქტების მართვის უნარი.

პიროვნული თვისებები:

** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება.
** ძლიერი ლიდერული თვისებები და გუნდის მოტივირების უნარი.
** შედეგზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი როგორც ტექნიკურ გუნდთან, ისე დამკვეთთან.

დამატებითი მოთხოვნები:

** კომპანიის შიდა კორპორატიული სტანდარტების დაცვა.
** კონფიდენციალურობის დაცვა.
** დროის მართვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა ფორსმაჟორულ სიტუაციებში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: cv@decoline.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "პროექტის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე