Робота для біженців з України
სასტუმროს გენერალური მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს გენერალური მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო ლენდმარკი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 11 აპრილი
ბათუმში მდებარე თანამედროვე 44 ნომრიანი სასტუმრო "ლენდმარკი", აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს გენერალური მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც სრულად მართავს სასტუმროს ყოველდღიურ ოპერაციებს და პარალელურად უზრუნველყოფს გაყიდვების ზრდას.

ძირითადი მოვალეობები:

** ოპერაციული მართვა
** სასტუმროს ყოველდღიური მუშაობის სრული კოორდინაცია
** პერსონალის შერჩევა, მართვა, გრაფიკების შედგენა და კონტროლი
** მომსახურების ხარისხის სტანდარტების დანერგვა და კონტროლი
** სტუმრების კმაყოფილების მონიტორინგი და პრობლემების სწრაფი გადაწყვეტა
** მომარაგება და ადმინისტრირება სასტუმროსთვის საჭირო პროდუქციის დაგეგმვა და შესყიდვა
** საკვები პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები, სარეცხი საშუალებები, ტექსტილი, საოფისე მარაგები და სხვა მომწოდებლებთან მოლაპარაკება, ფასების კონტროლი და ხელშეკრულებები
** საწყობის მარაგების კონტროლი და პერიოდული ინვენტარიზაცია
** ტექნიკური საკითხების დროული მოგვარება
** გაყიდვები და შემოსავლების მართვა
** სასტუმროს გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება
** ონლაინ პლატფორმებზე ფასების მართვა და ოპტიმიზაცია
** კორპორატიული კლიენტების მოძიება
** ტურისტულ სააგენტოებთან თანამშრომლობა
** სპეციალური შეთავაზებების, პაკეტების და აქციების შექმნა
** დატვირთულობისა და შემოსავლის ზრდაზე მუდმივი მუშაობა
** ფინანსური კონტროლი
** საოპერაციო ხარჯების კონტროლი
** ანგარიშგება მფლობელთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასტუმროს მართვის გამოცდილება (სასურველია მინ. 2-3 წელი)
** გაყიდვების და დისტრიბუციის პრაქტიკული გამოცდილება
** OTA სისტემებთან მუშაობის ცოდნა
** პერსონალის მართვის გამოცდილება
** მოლაპარაკების და ორგანიზების ძლიერი უნარები
** პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ინგლისური B1 დონე
** პროგრამა FINA-ს ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** ლიდერობა
** მაღალი ორგანიზებულობა
** პრობლემების სწრაფი გადაწყვეტის უნარი
** ფინანსური აზროვნება
** შედეგზე ორიენტაცია

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: gialominadze@yahoo.com, და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ სასტუმროსა და პოზიციის ადგილი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე