|
დასახელება:
ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
პიკოლა ლენდი
|
|
გამოქვეყნდა: 11 მარტი
/ ბოლო ვადა: 11 აპრილი
|
"პიკოლა ლენდი" არის ყველაზე დიდი ბავშვთა გასართობი სივრცე ქუთაისში, რომელიც სულ მალე გაიხსნება. გასართობი სივრცე მდებარეობს ქუთაისში, პიკოლა სათამაშოების მეორე სართულზე, პირველი ქუჩა 2გ (გუგუნავას ქუჩის პარალელურად);
"პიკოლა ლენდი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 6 დღე კვირაში
სამუშაო საათები: ერთცვლიანი - 12:00-21:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი;
ფილიალის მისამართი: ქუთაისი, პირველი ქუჩა 2გ (გუგუნავას ქუჩის პარალელურად);
ძირითადი მოვალეობები:
** მონაცვლეობით სალაროსთან მუშაობა (ბილეთების, სასმელებისა და სნექების გაყიდვა)
** სალაროსთან მუშაობის დღეს ყავისა და პოპკორნის მომზადება
** მონაცვლეობით გასართობ სივრცეში ბავშვების შესვლა-გამოსვლის კონტროლი
პიროვნული თვისებები:
** ენერგიული და ხალისიანი;
** პასუხისმგებლიანობა;
** პუნქტუალურობა;
** მოწესრიგებულობა;
კომპანია გთავაზობთ:
** სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას;
** მეგობრულ და კომფორტულ გარემოს;
თუ გსურთ გახდეთ პიკოლას გუნდის წევრი, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: info@piccolatoys.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ "ოპერატორი")
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 571 770 707
|
|
|
|