Робота для біженців з України
საწყობის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: ავტობანი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 11 აპრილი
კომპანია "ავტობანი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

"ავტობანი" საქართველოს ბაზარზე 1995 წლიდან ფუნქციონირებს და წამყვანი კომპანიაა ავტოსათადარიგო ნაწილებისა და ავტოსერვისის ინდუსტრიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან.

კომპანია "ავტობანის" მიზანია ხანგრძლივი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალიბება თითოეულ თანამშრომელთან.

ძირითადი მოვალეობა:

** პროდუქციის მიღება, ჩამოტვირთვა, დასაწყობების პროცესის შეფერხების გარეშე უზრუნველყოფა;
** ფილიალებს შორის პროდუქციის გადაზიდვის პროცესში მონაწილეობა;
** მიღებული პროდუქციის განლაგება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით;
** შეკვეთის დახარისხება და გამზადება;
** საწყობის მუდმივი მოწესრიგება;
** პროდუქციის პერიოდული ინვენტარიზაცია/აღწერა;
** პროდუქციის ზედმიწევნით შესწავლა;
** სასაწყობე პროდუქციის დაცულობის უზრუნველყოფა;

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია B კატეგორიის (მექანიკის) მართვის მოწმობა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** შრომისმოყვარე;
** ენერგიული;
** ახალი ცოდნის ათვისების უნარი;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** თვითგანვითარების უნარი;

სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@autobani.com გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ავტობანი 2000"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე