|
დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 11 მარტი
/ ბოლო ვადა: 20 მარტი
|
"ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ნიუ ვიჟენ უნივერისტეტის ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ. №11
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ფუნქცია/მოვალეობები:
** მარკეტინგის ოფისთან ერთად მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** მარკეტინგული ღონისძიებების, ღია კარის დღეების, საგანმანათლებლო გამოფენებისა და სხვა აქტივობების ორგანიზება და მხარდაჭერა;
** სტუდენტთა მოზიდვის კამპანიების კოორდინაცია და საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაცია;
** მარკეტინგული მასალებისა და ვიზუალების შექმნაში მონაწილეობა;
** საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მედიასთან ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** ბრენდინგის სტანდარტების და კომუნიკაციის ტონის დაცვა უნივერსიტეტის ყველა მასალაში;
** უნივერსიტეტის ცნობადობის გაზრდაზე ორიენტირებული შიდა და გარე კომუნიკაციების მართვა;
** თანამშრომლობა უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან ინფორმაციის სინქრონიზაციის მიზნით;
** მარკეტინგული აქტივობების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება რექტორთან ან მარკეტინგის კომიტეტთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება მარკეტინგის, ბიზნესის და კომუნიკაციების სფეროში;
** მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში;
** ქართული და ინგლისური (B1-B2) ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა;
** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების და ტენდენციების ცოდნა;
** შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოქნილობა, გადაუდებელ სიტუაციებში დამოუკიდებლად მოქმედების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ადაპტაციის უნარი.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
** CV;
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ(ებ)ი.
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
** განაცხადების განხილვა;
** შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
** კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენა.
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა, 2026 წლის 20 მარტი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@newvision.ge.
გთხოვთ ველში "subject" მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
|
|
|
|