Робота для біженців з України
სარემონტო სამუშაოების ზედამხედველი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სარემონტო სამუშაოების ზედამხედველი
მომწოდებელი: NEXT Property
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
კომპანია "NEXT Property"-ი აცხადებს ვაკანსიას სარემონტო სამუშაოების ზედამხედველის პოზიციაზე - ქ. ბათუმში.

კომპანიის შესახებ:

კომპანია "NEXT Property"-ი საერთაშორისო ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და კენიაში უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.

კომპანია "NEXT Property"-ის პორტფოლიოში შეხვდებით 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს, რეზორტებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს აპარტამენტებს. პროექტები ხორციელდება ისეთ ბრენდებთან პარტნიორობით, როგორებიცაა Radisson Hotel Group და Wyndham Hotels and Resorts.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის სარემონტო/სამშენებლო პროექტის, საპროექტო დოკუმენტაციისა და დადგენილი ტექნიკური სტანდარტების დეტალურად გაცნობა;
** ობიექტზე მიმდინარე სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიური მონიტორინგი და ზედამხედველობა დამტკიცებული პროექტისა და სამუშაო გრაფიკის შესაბამისად;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და მათი შესაბამისობის შემოწმება საპროექტო ნახაზებთან, ტექნიკურ და სამშენებლო ნორმებთან;
** ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი და დარღვევების დროული იდენტიფიცირება;
** ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობების აზომვა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
** სამშენებლო მასალების, კონსტრუქციებისა და ტექნიკის სწორად გამოყენების კონტროლი;
** ობიექტზე სტანდარტებიდან გადახვევების, ტექნიკური ხარვეზების ან უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამოვლენა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** სამუშაო გრაფიკის კონტროლი და შესაძლო დაგვიანების რისკების დროული იდენტიფიცირება;
** პროექტის მენეჯერებთან, კონტრაქტორებთან და ქვეკონტრაქტორებთან ეფექტური კომუნიკაცია;
** სამშენებლო პროცესთან დაკავშირებული ფოტომასალისა და ტექნიკური ჩანაწერების წარმოება;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული ან/და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
** სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესებში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება სამშენებლო მიმართულებით;
** Cad (AutoCad; ArchiCad), MS Office პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** სამშენებლო ნახაზების/დოკუმენტაციის (კონსტრუქცია, არქიტექტურა, MEP) ცოდნა და წაკითხვის უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება

დასაქმების პირობები:

** სამუშაო ადგილი: გონიო
** სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@nextgroup.ge მიმდინარე წლის 10 აპრილამდე.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ კომპანია "NEXT Property" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე