Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: NEXT Property
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 30 მარტი
კომპანია "NEXT Property"-ი აცხადებს ვაკანსიას B2B მიმართულებით გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

კომპანია "NEXT Property" საერთაშორისო ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კენიაში უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.

კომპანიის პორტფოლიო მოიცავს ხუთვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს-აპარტამენტებს. პროექტები ხორციელდება ისეთ ბრენდებთან პარტნიორობით, როგორებიცაა Radisson Hotel Group და Wyndham Hotels and Resorts.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** აგენტების ყველა მოთხოვნის მიღება და დამუშავება (ჩატი, ტელეფონი, ელ-ფოსტა) პროდუქტის დეტალებთან, ხელმისაწვდომობასთან და გარიგების პირობებთან დაკავშირებით.
** მონაცემთა სიზუსტის შემოწმება, CRM სისტემაში ჯავშნების შექმნა და დაჯავშნის ვადების დაცვის მონიტორინგი.
** გარიგების მიმდინარეობის თვალყურის დევნება, აგენტებისთვის საჭირო დოკუმენტების მიწოდება, იურიდიულ და ფინანსურ გუნდებთან კოორდინაცია ტრანზაქციების დასაჩქარებლად.
** ადრეულ ეტაპებზე პოტენციური "გადაკვეთების" (overlaps) მონიტორინგი და მკაცრად დადგენილი პროცედურების მიხედვით მუშაობა.
** აგენტებისგან და კლიენტებისგან საჭირო დოკუმენტების შეგროვება და ვერიფიკაცია საკომისიო გადახდების უზრუნველსაყოფად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ტრანზაქციების მხარდაჭერის მენეჯერის, სერვის მენეჯერის ან გაყიდვების განყოფილების ასისტენტის პოზიციაზე უძრავი ქონების მიმართულებით, საბანკო ან B2B სექტორში.
** სასურველია CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** სხვადასხვა ეტაპზე მყოფი გარიგების ერთდროულად მართვის უნარი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ძლიერი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** პროაქტიულობა, ენერგიულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვისა და სამუშაო პროცესების სტრუქტურირებული დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება, პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** მოქნილობა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.

რას გთავაზობთ:

** საკვანძო პოზიციას ახალ, ამბიციურ გუნდში.
** პროფესიულად მზარდ და დინამიურ გარემოს;
** მკაფიო სტრატეგიას (გეგმები) და KPI მაჩვენებლებს - მინიმალური ბიუროკრატიას და აქცენტს აქტიურ მუშაობაზე
** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი

სამუშაო განაკვეთი: სრული
ლოკაცია: ბათუმი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.tsulukidze@nextgroup.ge მიმდინარე წლის 30 მარტამდე.

გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას, არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ კომპანია "NEXT Property"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე