Робота для біженців з України
გაყიდვების კოორდინატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კოორდინატორი
მომწოდებელი: NEXT Property
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 30 მარტი
კომპანია "NEXT Property"-ი აცხადებს ვაკანსიას B2B მიმართულებით გაყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

კომპანია "NEXT Property" საერთაშორისო ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კენიაში უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.

კომპანიის პორტფოლიო მოიცავს ხუთვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს-აპარტამენტებს. პროექტები ხორციელდება ისეთ ბრენდებთან პარტნიორობით, როგორებიცაა Radisson Hotel Group და Wyndham Hotels and Resorts.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი სააგენტოების აქტიური ძიება, კომპანიის პრეზენტაცია და თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმება;
** ახალი პარტნიორების სრული მხარდაჭერა, ტრენინგი, დახმარება საწყის რეგისტრაციებში და პირველადი გამოწვევების გადაჭრა;
** რეგულარული კომუნიკაცია არსებულ სააგენტოებთან (განსაკუთრებით B სეგმენტთან) — ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირება და გრძელვადიანი ლოიალობის ჩამოყალიბება;
** ბროკერ-ტურებისა და ვებინარების ორგანიზება/ჩატარება, სიახლეებისა და განახლებული ინფორმაციის გავრცელება;
** პრეტენზიების მართვა და პრობლემური საკითხების დამოუკიდებლად მოგვარება მათ ესკალაციამდე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 2 + წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვების მიმართულებით
** უძრავი ქონების ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** პარტნიორების / მსხვილი კლიენტების მოზიდვის გამოცდილება.
** უძრავი ქონების სააგენტოების ბიზნეს საფუძვლების ცოდნა.
** CRM სისტემების, MS Excel-ის, Google Calendar-ისა და სხვა საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ძლიერი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** პროაქტიულობა, ენერგიულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვისა და სამუშაო პროცესების სტრუქტურირებული დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება, პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** მოქნილობა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.

რას გთავაზობთ:

** საკვანძო პოზიციას ახალ, ამბიციურ გუნდში.
** პროფესიულად მზარდ და დინამიურ გარემოს;
** მკაფიო სტრატეგიას (გეგმები) და KPI მაჩვენებლებს - მინიმალური ბიუროკრატიას და აქცენტს აქტიურ მუშაობაზე
** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი

სამუშაო განაკვეთი: სრული
ლოკაცია: ბათუმი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.tsulukidze@nextgroup.ge მიმდინარე წლის 30 მარტამდე.

გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას, არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ კომპანია "NEXT Property"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე