|
დასახელება:
სამეურნეო სამსახურის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
ნეოტექი
|
|
გამოქვეყნდა: 11 მარტი
/ ბოლო ვადა: 11 აპრილი
|
კომპანია "ნეოტექი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
კომპანია "ნეოტექი", უსაფრთხოების სისტემების წამყვანი დისტრიბუტორი კომპანიაა, რომელიც ფუნქციონირებს 2005 წლიდან და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია უსაფრთხოების სისტემების სფეროში. ჩვენ ვქმნით განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებულ სტანდარტებს, რომელიც მომხმარებელთან ურთიერთობას ანიჭებს პრიორიტეტს.
ჩვენი მისიაა წამყვანი თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შევქმნათ უსაფრთხო და კომფორტული გარემო!
შემოუერთდით ჩვენს გუნდს!
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნ.ბოხუას N4
სამუშაო გრაფიკი: სრული- ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00; შაბათი-10:00-15:00 (მორიგეობით)
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის შენობების, ოფისების, საწყობებისა და ტერიტორიების გამართულად ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა;
** საინჟინრო სისტემების (ელექტროობა, წყალსადენი, ვენტილაცია, გათბობა-გაგრილება) მუშაობის კონტროლი;
** მიმდინარე და კაპიტალური რემონტის დაგეგმვა, კონტროლი და შესრულების მონიტორინგი;
** საოფისე და სამეურნეო მარაგების კონტროლი (ინვენტარი, ჰიგიენური საშუალებები, სამეურნეო პროდუქცია და სხვ.);
** მოთხოვნების მიხედვით შესყიდვების ინიციირება და მარაგების მუდმივი განახლების უზრუნველყოფა;
** ტექნიკური ინვენტარის (პრინტერები, საოფისე ავეჯი, სამეურნეო ინვენტარი) მოვლა და დროული შეკეთება/შეცვლა;
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ავტომობილის მართვის ცოდნა, B მართვის მოწმობის ქონა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდური მუშაობისა და პოზიტიური გარემოს შექმნის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@neotech.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიცია "სამეურნეო სამსახურის ხელმძღვანელი".
კომპანია "ნეოტექი" გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|