Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: BGI
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 11 აპრილი
იურიდიული ფირმა BGI აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა კლიენტებისთვის
** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება
** სამართლებრივი კვლევების ჩატარება
** კლიენტების წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში
** კლიენტებთან კომუნიკაცია და საქმეთა წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (სასურველია საერთო სპეციალიზაციით; ასევე განიხილება მხოლოდ სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის მქონე კანდიდატებიც).
** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება სასამართლოში წარმომადგენლობის ან სასამართლო სისტემაში მუშაობის მიმართულებით.
** ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ C1 დონეზე.

კანდიდატებმა CV-ები გამოგვიგზავნონ შემდეგ ელ. მისამართზე: bgilegal@bgi.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე