Робота для біженців з України
ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: Realest
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 11 აპრილი
უძრავი ქონების სააგენტო "REALEST" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** უძრავი ქონების მოძიება სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე და მესაკუთრეებთან პირველადი კომუნიკაციის დამყარება.
** აგენტების მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიღება, გადამოწმება და დამუშავება.
** უძრავი ქონების მონაცემების სისტემატიზაცია და ბაზის წარმოება (Google Sheets / Excel).
** CRM სისტემაში მონაცემების შეყვანა, განახლება და მართვა.
** მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია და პირველადი ინფორმაციის მიწოდება.
** უძრავი ქონების აგენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და სამუშაო პროცესის კოორდინაცია.
** უძრავი ქონების პრეზენტაციების და შეთავაზებების მომზადება.
** სამუშაო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის ფლობა და ზედამხედველებთან რეგულარული კომუნიკაცია.

კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი განათლება.
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა.
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint).
** Google Docs, Google Sheets, Google Drive, Gmail
** CRM სისტემაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
** რამდენიმე დავალების ერთდროულად მართვის უნარი (multitasking).
** ძლიერი კომუნიკაციის უნარი.
** გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ანაზღაურება: თვეში 1000 ლარი (ფიქსირებული) + 5% ბონუსი გაყიდვებიდან.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი | 11:00 - 18:00 სთ.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე: kera.listings@gmail.com

სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე