Робота для біженців з України
მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი - დღის ცვლა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი - დღის ცვლა
მომწოდებელი: კურსი.ჯი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 11 აპრილი
"Kursi.ge" - ვალუტის კონვერტაციის პირველი ონლაინ პლატფორმა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე (დღის ცვლა).

ჩვენს გუნდში დაგხვდებათ მეგობრული, თანამშრომლობაზე დაფუძნებული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო. თითოეული თანამშრომლის აზრი და ინიციატივა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ვქმნით სივრცეს, სადაც შესაძლებელია პროფესიული განვითარება, გამოცდილების გაზიარება და ერთმანეთის მხარდაჭერა ყოველდღიურ სამუშაო პროცესში.

ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი გუნდი იქმნება ერთმანეთის პატივისცემით, პოზიტიური დამოკიდებულებით და საერთო მიზნებზე მუშაობით.

პოზიციის აღწერა:

მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი პასუხისმგებელია მომხმარებლებისთვის სწრაფი, ეფექტური და პროფესიონალური დახმარების გაწევაზე სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით (ჩატი, ქოლი). პოზიციის მთავარი მიზანია მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება, პრობლემების დროული გადაწყვეტა და კომპანიის მომსახურების მაღალი სტანდარტის შენარჩუნება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების სატელეფონო ზარებზე პასუხი და კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლის უკუკავშირის შეგროვება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტისთვის;
** კომპანიის ვებ-გვერდზე და სოციალურ მედიაში შემოსულ მესიჯებზე პასუხი და ტექნიკური მხარდაჭერა;
** პრობლემური სიტუაციების ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის გაცნობა;
** პრობლემების განმეორების შემთხვევაში მათი მიზეზების ანალიზი და გაუმჯობესების იდეების შეთავაზება;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის დამატებითი ინსტრუქციების ან პროცესების დეტალურად ახსნა;
** კომპანიის შიდა წესებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში.
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამებისა (MS Office) და ონლაინ პლატფორმების გამოყენების საბაზისო ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გუნდში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
** მოტივირებული;
** პოზიტიური;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლიანი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: სრული განაკვეთი მცოცავი სამუშაო გრაფიკი;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი + ბონუსი (მაქსიმუმ 400 ლარი)

ჩვენ ვამუშავებთ, მათ შორის ვაგროვებთ და ვინახავთ, თქვენს მიერ ბიოგრაფიაში (CV) მითითებულ პერსონალურ მონაცემებს, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენის და დასაქმების გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 1 თვის განმავლობაში.

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე hr@kursi.ge და საგანში " (subject)" აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი - დღის ცვლა".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე