Робота для біженців з України
ტენდერი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მოწოდებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მოწოდებაზე
მომწოდებელი: ჯვარის სათემო განათლების ცენტრი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 16 მარტი
თანდართული ფაილი: 706919_tek_3051596.zip
"ჯვარის სათემო განათლების ცენტრი" აცხადებს ტენდერს საყოფაცხოვრებო ტექნიკის მოწოდებაზე.

"ჯვარის სათემო განათლების ცენტრი", საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან თანამშრომლობით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სათემო სტრუქტურებისა და ადგილობრივი პარტნიორობის გაძლიერების გზით საქართველოში" ფარგლებში კვებითი მომსახურების მოწოდების მიზნით იწვევს იურიდიულ/ინდ. მეწარმე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

კომპანია/ინდ.მეწარმე ვალდებულია 2026-2027 წლების განმავლობაში უზრუნველყოს საყოფაცხოვრებო ტექნიკის მოწოდება ქ. ჯვარში.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

"ჯვარის სათემო განათლების ცენტრი" 2010 წლიდან საქმიანობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. ცენტრის ძირითად მიზნებს წარმოადგენს დევნილი და ადგილობრივი თემის წარმომადგენლების შესაძლებლობებისა და პოტენციალის გაზრდა მათთვის შრომის ბაზარზე ორიენტირებული არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამებისა და კურსების მიწოდებით; ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის გაზრდა, ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; საზოგადოებაში მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონცეფციის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/jvari.cec/

პროექტის შესახებ ინფორმაცია:

პროექტი - "ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სათემო სტრუქტურებისა და ადგილობრივი პარტნიორობის გაძლიერების გზით საქართველოში" მიზნად ისახავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემში, კერძოდ, ქ. ჯვარსა და სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრები როგორც 120 მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახის სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას, ისე ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა ხელი შეეწყოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ოჯახის მხარდამჭერი სისტემის გაუმჯობესებას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ექვს საგანმანათლებლო საჯარო სკოლასთან თანამშრომლობა, რათა ხელი შეეწყოს ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა უფლებების დაცვის, მათ შორის, ძალადობისგან დაცვის საკითხებზე.

მომსახურების მიზანი:

შერჩეულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს 2026-2027 წლების განმავლობაში პროექტის მონაწილე ბენეფიციარებისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკის მოწოდება.

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

** 2026-2027 წლის განმავლობაში პროექტის მონაწილე ბენეფიციარებისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკის მოწოდება.
** ნივთების მოწოდება უნდა მოხდეს ქ.ჯვარში.
** ნივთების ჩამონათვალი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამავე გვერდიდან.

სავალდებულო მოთხოვნები:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

ტექნიკური განაცხადი:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები);
** ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების გაწევის შესახებ;
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიის/ინდ.მეწარმის ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით);
** უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

ფასის განაცხადი:

** მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე.
** დაინტერესებულ პირებს მომსახურების ხარჯთაღრიცხვის შესავსები დოკუმენტის ჩამოტვირთა შეუძლიათ ამავე ვებ-გვერდიდან.

თანხის გადახდის პირობები:

მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, ა/ფ, მიღება-ჩაბარების აქტი) არაუგვიანეს 3 დღისა.

მომსახურების გაწევის ვადები: 2026 წლის 18 მარტიდან - 31 დეკემბერი, 2027 წელი.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა: 2026 წლის 16 მარტი.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: jvari.cec@gmail.com

გთხოვთ, დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითოთ "საყოფაცხოვრებო ტექნიკა".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე