Робота для біженців з України
იურისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: სმარტ დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
"Smart Development" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, შარტავას ქუჩა (კარფურთან)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათი (1 საათი შესვენება)
სპეციალობა/სპეციალიზაცია: იურიდიული სამშენებლო სამართალი, იურისპრუდენცია
ინდუსტრია/სფერო: მშენებლობა
გამოცდილების დონე/რგოლი: უფროსი რგოლი
განაკვეთი: სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება: ფიქსირებული 3500-5500

დამსაქმებლის მოთხოვნები:

** გამოცდილება აუცილებელია: 3-დან 7 წლამდე
** სპეციალობა/სპეციალიზაცია (აუცილებელი): იურიდიული სამშენებლო სამართალი ინდუსტრია/სფერო (აუცილებელი): იურიდიული იურიდიული მომსახურება, სასამართლო პრაქტიკა
** გამოცდილების დონე/რგოლი: საშუალო რგოლი, უფროსი რგოლი
** საგანმანათლებლო დონეები: ბაკალავრი, მაგისტრი
** ენები: რუსული, ინგლისური

მოვალეობა:

** კომპანიის დირექტორის მხარდაჭერა, ადმინისტრაციული, იურიდიული და ტექნიკური ასისტირება;
** ეფექტური კომუნიკაციის წარმოება ყველა საჭირო პარტნიორთან, რომლის სერვისის მიღებაც შესაძლოა დასჭირდეს ხელმძღვანელს;
** ხელმძღვანელთან დაკავშირებული კორპორაციული დოკუმენტების მართვა;
** კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაციის, ლიცენზიების ან სხვა საჭირო უფლებების მოსაპოვებლად დოკუმენტაციის მომზადება;
** შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების შედგენა და კონსულტაციები. სამართლებრივ საკითხებზე კომპანიის თანამშრომლების კონსულტირება; ** ხელშეკრულებები, ბრძანების პროექტების და სხვა მის კომპეტენციაში შემავალი დოკუმენტების მომზადება და ვიზირება;
** კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო, საერთაშორისო ან/და კერძო სტრუქტურებთან ან/და ორგანიზაციებთან ურთიერთობა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა.

უნარები:

** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
** მართვისა და ორგანიზების უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გადმოაგზავნეთ მისამართზე: nozadze.bachuki@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "იურისტი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. კომპანია იზიარებს თანასწორობის პოლიტიკას და მიესალმება ყველა კანდიდატის განაცხადს, განურჩევლად გენდერული, რელიგიური, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილებისა.

"Smart Development" გისურვებთ წარმატებას!

გაეცანით ჩვენს ვებ-გვერდს: https://summer365.ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე