Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=706865&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ონვეი დელივერი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
საკურიერო კომპანია "Onway Delivery" აცხადებს ვაკანსიას ქუთაისში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

თუ გიყვარს კომუნიკაცია, გაქვს გაყიდვების გამოცდილება და გსურს მზარდ კომპანიაში
კარიერული განვითარება — შემოგვიერთდი!

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის მონიტორინგი და ახალი ობიექტების მოძიება
** პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება
** პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება
** კომპანიის შიდა სისტემაში ინფორმაციის განახლება და მონიტორინგი

ძირითადი მოთხოვნები:

** კარგი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო დრო: 10:00-17:00 (შესაძლებელია შეთანხმება)
** ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა
** სამუშაო ადგილი: ქუთაისი, შარტავას ქ. №2

ჩვენ შესახებ:

"Onway" საკურიერო კომპანიაა, რომელიც ყოველდღიურად უამრავი ამანათის სწრაფ და უსაფრთხო მიწოდებაზე ზრუნავს.

კომპანია მუდმივად ვითარდება და ჩვენს გუნდსაც ახალი პროფესიონალები ემატებიან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანები, რომლებიც მოტივირებულნი არიან, უყვართ კომუნიკაცია და მზად არიან მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებისთვის.

თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვისაა, გამოგვიგზავნე CV ელფოსტაზე: hr@onway.delivery

მეილის სათაურში მიუთითე: გაყიდვების მენეჯერი

დამატებითი ინფორმაცია: https://www.onway.ge; https://www.fb.com/onway.ge

თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და დაცვის საკითხებზე გთხოვთ მოგვწეროთ ელფოსტაზე: info@onway.delivery ან წარმოადგინოთ განცხადება ოფისში: ქ. თბილისი, როსტევანის ქ. №8ა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია