Робота для біженців з України
ლაბორანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაბორანტი
მომწოდებელი: მედიქალ ვორლდის ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
კომპანია "მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია მედიქალ ვორლდი ფლობს ასევე საქართველოში ერთერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც "მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის" სახელითაა ცნობილი.

"Medical World Spa&Wellnes"კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. 2023 წლის ივლისიდან "მედიქალ ვორლდის" ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი "მედ 11", რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.

"მედიქალ ვორლდის ჰოლდინგი" დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

MW ჰოლდინგი ერთ-ერთი შპს "მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ.თბილისი, გივი ჟვანიას 15 (ყოფილი ლუბლიანას ქ. N33);
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-საათიდან 18:00-საათამდე: ღამის მორიგეობა: წინასწარი გრაფიკის მიხედვით: 18:00-სთ- 10:00 სთ;
ანაზღაურება: დღის სამუშაო განაკვეთის: 800 ლარიდან გამოცდილების მიხედვით, ღამის მორიგეობა: 80 ლარი;

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** აღნიშნულ პოზიციაზე პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება - ზოგად კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებში;
** სამედიცინო დოკუმენტების წარმოება;
** ლაბორატორიული ნიმუშების მიღება, დახარისხება, რეგისტრაცია;
** ნიმუშების კვლევისთვის მომზადება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** ხელმძღვანელი პირის სხვა მითითებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.

პიროვნული მახასიათებლები

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეებისადმი მარტივად ადაპტაციის უნარი.

ჩვენთან დაგხვდებათ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
** ლაბორატორიულ სრულ სერვისებზე ფასდაკლება (ეხება ოჯახის წევრებსაც).

შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

1. რეზიუმეების გადარჩევა;
2. გასაუბრება;

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.mlab.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე