Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=706785&print=yes&view=jobs
 
ტექნიკოსი - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: დიალოგი კოხტა ბაკურიანი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
134 ნომრიანი ახალაშენებული აპარტ-სასტუმრო "დიალოგი კოხტა ბაკურიანი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ბაკურიანი

საჭიროების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის საცხოვრებელსა და ტრანსპორტირებას.

შენი როლი იქნება:

** ავეჯის, ტექნიკისა და ელექტრო მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** მცირე ტექნიკის, სამზარეულოს აღჭურვილობის, სამრეცხაო მოწყობილობებისა და ქვაბების მოვლა-პატრონობა
** ხელის და ელექტრო ხელსაწყოების, ასევე ზოგადი სანტექნიკის სისტემებისა და მოწყობილობების გამართულობის უზრუნველყოფა
** სასტუმროს გარე სივრცეების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა
** გათბობა-გაგრილების სისტემის კონტროლი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** ხარვეზების დროული აღმოჩენა და პრობლემების ოპერატიული აღმოფხვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** სასტუმროს სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ტექნიკური პრობლემების გადაჭრის უნარი

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** უფასო კვებას სამუშაო საათებში
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი, 9 აპრილის ქუჩა, სასტუმრო დიალოგი კოხტა აპარტს.
** სამუშაო განრიგი: სამუშაო გრაფიკი: 3/3, 24-საათიანი ცვლები (დღის და ღამის)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ "დიალოგ კოხტა ბაკურიანი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოთხსენებულ ელ-ფოსტაზე.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია