|
დასახელება:
სოციალური მედია მენეჯერი და კონტენტ კრეატორი
|
| მომწოდებელი:
MAVA
|
|
გამოქვეყნდა: 10 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
მსოფლიო მოდის ინდუსტრიის წამყვანი, პრემიუმ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია MAVA 1998 აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე:სოციალური მედია მენეჯერი და კონტენტ კრეატორი.
MAVA ჯგუფი არის სწრაფად მზარდი და განვითარებადი კომპანია რომელიც ფლობს როგორც მონობრენდულ, ასევე მულტიბრენდულ მაღაზიების ქსელს. 1998 წლიდან ჩვენი კომპანია საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს 30-მდე ყველაზე პოპულარ ევროპულ ბრენდებს: Emporio Armani, Armani Exchange, MaxMara, MM6 Masion Margiela, MSGM, Zadig&Voltaire, Dsquared, Ami Paris, Coperni, Vivetta, Mugler, Marine Serre, Comme des Garcon, Eleventy, C.P. Company და სხვა.
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე, გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე;
ადგილმდებარეობა: ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მაღალი ხარისხის კონტენტის დასამზადებლად აუცილებელია პროფესიული ფოტო/ვიდეო გადაღება-დამონტაჟების უნარ-ჩვევები, გრაფიკული დიზაინი და ასევე დიზაინერულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია განათლება სოციალური მედიის, ციფრული მარკეტინგისა და სხვა მომიჯნავე სფეროების
** მიმართულებით;
** მოდის ან სილამაზის სფეროში კონტენტ კრეატორ/სოც. მედია მენეჯერად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა;
** ქართული და ინგლისური ენების გამართულად ცოდნა;
** სოციალური მედია პლატფორმების რეკლამების ანალიტიკის საფუძვლების, ალგორითმების და სხვა ინსტრუმენტების ცოდნა.
მოვალეობები:
** კომპანიის სოციალური მედია პლატფორმების მართვა. კონტენტის მიმართულებების და კომუნიკაციის სტრატეგიის განსაზღვრა, დაგეგმვა და ყოველთვიური კონტენტ კალენდრის მომზადება
** ბრენდის და მისი მიზნობრივი აუდიტორიის შესაბამისი კონტენტის შექმნა და განთავსება სოციალურ პლატფორმებზე: Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn;
** პროფესიული ვიდეოკამერითა და ტელეფონით ყოველდღიური კონტენტის შექმნა და კოორდინაცია: ფოტო, ვიდეო, გრაფიკული დიზაინი;
** 360 კამპანიის სტრატეგია + აღსრულება;
** განთავსებული კონტენტის ანალიზი და ინსაითების გათვალისწინებით კონტენტის გაუმჯობესება;
** ბრენდის მიერ მოწოდებული მასალის დამუშავება და ადაპტირება ადგილობრივ ბაზართან; კონტენტისა და დიზაინის შექმნა, ქოფირაითინგი, ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება, დამუშავება და განთავსება ყოველდღიურად;
** სოციალური მედიის მიმართულებით ტრენდების მოძიება და ბრენდებზე მორგება.
თუ აკმაყოფილებთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პირობას, გთხოვთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@mavaltd.ge
აუცილებელია დანიშნულების ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სოციალური მედია მენეჯერი და კონტენტ კრეატორი".
წინასწარ გიხდით მადლობას დაინტერესებისათვის და გულწრფელად გისურვებთ ჩვენს გუნდში მოხვედრას!
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|