|
დასახელება:
შოურუმის კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
ოფისმარტი
|
|
გამოქვეყნდა: 10 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
"OfficeMart" - საქართველოში წამყვანი B2B Ecommerce პლატფორმაა, რომელიც ახორციელებს საკანცელარიო, სამეურნეო, სამედიცინო და სხვა მრავალი კატეგორიის იმპორტს და დისტრიბუციას.
ჩვენ უკვე 13 წელია ვემსახურებით ასობით კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციას სრულიად საქართველოს მასშტაბით.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს შოურუმის კონსულტანტის პოზიციაზე.
** სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 სამუშაო დღე;
** ანაზღაურება - 1000 + ბონუსი საცალო გაყიდვებიდან;
** დღეში ერთჯერადი კვებით/.
მისამართი: ქ.თბილისი; დიღომი; ბოხუას ქუჩა
რა დაგხვდებათ:
** კეთილგანწყობილი და ენერგიული გუნდი;
** განვითარებაზე და სწავლაზე ორიენტირებული გარემო;
** მყუდრო და კომფორტული სამუშაო სივრცე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა;
** გაყიდვების ეფექტურად განხორციელება;
** გაყიდვებთან და სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სტენდის მოწესრიგება;
** პროდუქციის მიღება/მითვლა;
** შიდა მომსახურების სტანდარტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;
** გამართული მეტყველების უნარი;
** ინგლისური/რუსულის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: n.tumanishvili@officemart.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|