|
დასახელება:
ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 10 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
"ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი Advertiser.
ჩვენ შესახებ
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი წარმოადგენს უახლესი თაობის სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ტრადიციული ქირურგიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სინთეზით იქმნება ზუსტი, უსაფრთხო და პაციენტზე ორიენტირებული გარემო.
ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე რობოტული ქირურგიის სისტემებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გუნდით, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.
სამუშაო დრო და ადგილი:
მისამართი: თბილისი, კ. ჩაჩავას ქ. №1
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00-18:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** თვიური სარეკლამო გეგმის მომზადება - ყოველი თვის 20 რიცხვამდე, მომდევნო თვის დეტალური გეგმის წარდგენა;
** ყოველდღიური და ყოველკვირეული ანალიზი - სარეკლამო კამპანიების შედეგების მონიტორინგი, ოპტიმიზაცია და რეკომენდაციების მომზადება;
** ყოველთვიური ანალიზი - მომზადება მომდევნო თვის გეგმასთან ერთად (ვადა: 20 რიცხვამდე);
** ყოველკვარტლური ანალიზი - შედეგების შეფასება და მომდევნო კვარტლის ბიუჯეტის მოთხოვნა/დამტკიცება პარტნიორებთან;
** წლიური ანალიზი და სტრატეგიული გეგმის შემუშავება - კომპანიის გრძელვადიანი სარეკლამო სტრატეგიის განსაზღვრა;
** სარეკლამო კამპანიების მართვა სხვადასხვა პლატფორმაზე (Google Ads, AI სისტემები, სხვა ციფრული არხები);
** სოციალური მედიის არხებთან მუშაობა: Telegram, Instagram, TikTok, LinkedIn, Facebook და სხვა;
** სარეკლამო პროდუქტების იდენტიფიკაცია და თითოეული პროდუქტის შესაბამისი კამპანიის სტრატეგიის შემუშავება;
** პაციენტთა მომართვიანობის ანალიზი სარეკლამო პროდუქტების მიხედვით;
** კონკურენტების ციფრული აქტივობების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
** კონკურენტთა მომხმარებელთა იდენტიფიკაცია და მათზე მიზნობრივი რეკლამირება;
** საკუთარი მომხმარებლების სეგმენტების შექმნა და ანალიზი სამომავლო კამპანიებისთვის;
** დამატებითი სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება შედეგებზე ორიენტირებული მიდგომით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ეფექტური კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარი.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
გასაუბრება გაიმართება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთებით კანდიდატი ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მონაცემები შეინახება 6 თვის განმავლობაში შემდგომი დასაქმების შეთავაზების მიზნით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: Hr@mmt.ge
www.mmt.ge
ტელ: 555 51 14 72
|
|
|
|