Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=706622&print=yes&view=jobs
 
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: BSG-METAL
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
კომპანია "BSG-METAL" დაარსდა 2023 წელს და სწრაფად მოიპოვა ლიდერის პოზიცია საქართველოს ბაზარზე. უმაღლესი ხარისხის მასალები და კონკურენტული ფასები განაპირობებს ჩვენს პროდუქციაზე მუდმივად მზარდ ნდობასა და მოთხოვნას. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვქმნით სტანდარტებს, რომლებიც ხარისხსა და ხელმისაწვდომობას აერთიანებს.

კომპანია "BSG-METAL" აცხადებს ვაკანსიას თბილისში კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "BSG-METAL" დაფუძნდა 2023 წელს და მცირე დროში შეძლო საქართველოს ბაზარზე სანდო და წარმატებული სახელის დამკვიდრება. ჩვენ ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის სამშენებლო და სარემონტო მასალებს, რომლებიც გამოირჩევა გამძლეობით, თანამედროვე სტანდარტებითა და ხელმისაწვდომი ფასებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://bsgmetal.ge/about/

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, მირიან მეფის N76
სახელფასო ზღვარი: 1000₾+ ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული სამშენებლო სარემონტო მასალების შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** კორპორაციული კლიენტების მომსახურება და კომპანიის პროდუქციის გაყიდვა;
** კორპორაციულ კლიენტებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ფორმირება;
** კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენა და მენეჯმენტისთვის მათი აღმოფხვრისათვის იდეების წარდგენა;
** მომხმარებელთა განწყობის შესწავლა და ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** კორპორაციული გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;
** პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ოპერატიული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.
** მართვის მოწმობის ქონა და საკუთარი ავტომობილი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: l.pavliashvili@bsgmetal.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 591089903

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია