|
დასახელება:
ამბულატორიის მიმართულების ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს კლინიკები
|
|
გამოქვეყნდა: 09 მარტი
/ ბოლო ვადა: 09 აპრილი
|
"საქართველოს კლინიკები" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
"საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!
"საქართველოს კლინიკები" აცხადებს ამბულატორიის მიმართულების ხელმძღვანელის ვაკანსიას ქობულეთში.
სამუშოს ადგილმდებარეობა: ქ. ქობულეთი, აბაშიძის ქ. №18
სამუშაო გრაფიკი: 8 სათიანი კვირაში 5 დღე;
ძირითადი მოვალეობები:
** განყოფილების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, მიმდინარე სამედიცინო პროცესების მართვა, მონიტორინგი და მუდმივი განვითარება;
** კლინიკური დეპარტამენტის მიერ მოწოდებული, გაიდლაინებისა და პროტოკოლების დანერგვა და აღსრულების მონიტორინგი;
** პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისების უწყვეტად მიწოდების უზრუნველყოფა;
** სამედიცინო ხარისხის მართვა, დადგენილებებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მანიპულაციებისა და პროცედურების ჩატარების მონიტორინგი;
** ახალი სამედიცინო სერვისების დამატების/გაუმჯობესების ინიცირება;
** განყოფილებაში ახალი აპარატურის დამატებისა ან არსებულის გაუმჯობესების საჭიროების ინიცირება, უშუალო ხელმძღვანელთან;
** დილის კონფერენციებში რეგულარული ჩართულობა, დადგენილი პერიოდულობით კლინიკის შემოვლა და სამედიცინო პერსონალთან შეხვედრების ჩატარება ინფორმაციის გაზიარების, მიმდინარე საკითხების/შემთხვევების განხილვისა და პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით;
** განყოფილების სამედიცინო ისტორიების კონტროლი/შემოწმება, პაციენტის ანამნეზისა და დიაგნოზის შესაბამისობის დადგენა და ისტორიების დროული დახურვის პროცესის უზრუნველყოფა; კოორდინირება ადმინისტრაციულ რგოლებთან ისტორიისა და მისი ყველა შემადგენელი დოკუმენტის სიზუსტისა და დროულობის დაცვის მიზნით;
** განყოფილების პაციენტის არასტანდარტული მკურნალობის საჭიროების დასაბუთებისა და საჭიროების შემთხვევაში, კონსილიუმის მოწვევა და შემთხვევის განხილვა;
** პაციენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროცედურების, პოლიტიკების, ინსტრუქციების დანერგვის და შესრულების უზრუნველყოფა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის (მაგ: ისტორია, ფორმა #100 და სხვა) სრულყოფილად წარმოება და ვადების დაცვის უზრუნველყოფა, მათ შორის ელექტრონული ისტორიის (EMR) სრულფასოვანი წარმოების მონიტორინგი;
** გართულებული შემთხვევებისა და სამედიცინო შეცდომების/გადაცდომების განხილვის პროცესში ჩართულობა და სათავო ოფისის ინფორმირება;
** პოლიფარმაციის თავიდან აცილების მიზნით, ექიმების საქმიანობის მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში, კლინიკის მომსახურების მომწოდებელ გარე კომპანიებთან კომუნიკაცია;
** განყოფილების პერსონალის მართვის საკითხების (ვაკანსიის დამტკიცება, გათავისუფლება ნებისმიერი მიზეზით, დაწინაურება, ხელფასის ცვლილება, წახალისება-დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, და სხვა საკადრო ცვლილებები) შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან, საჭირო რესურსების განსაზღვრა და დამტკიცება და მონაცემების დადგენილ ვადებში მიწოდება (გრაფიკები, ცვლილებები და სხვა);
** სამედიცინო თანამშრომლების შერჩევის პროცესში მონაწილეობა, კომპეტენციების შეფასება და შესაბამისი დოკუმენტაციის ვალიდურობის დადგენა;
** სათავო ოფისის მიერ ინიცირებულ ტრენინგებში მონაწილე ექიმების სიის დადგენასა და გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა;
** განყოფილებაში ელექტრონული ისტორიის წარმოების სწავლების, დანერგვის პროცესში აქტიური ჩართულობა და პროცესზე შემდგომი მონიტორინგი;
ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** აუცილებელია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კლინიკაში მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 09 აპრილი, 2026
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ამბულატორიის მიმართულების ხელმძღვანელი".
"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
|
|
|
|