Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=706549&print=yes&view=jobs
 
პაბის ადმინისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პაბის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: მაქსიმუსი
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 09 აპრილი
კომპანია "მაქსიმუსი" აცხადებს ვაკანსიას პაბის ადმინისტრატორის პოზიციისთვის!

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
** ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი
** ანაზღაურება: 2000ლ-დან (კვალიფიკაციის მიხედვით)

თქვენი ძირითადი მოვალეობები:

** პაბის ყოველდღიური ოპერაციული პროცესების ადმინისტრირება და კონტროლი;
** პერსონალის კოორდინაცია და მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** სტუმრების მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
** სამუშაო პროცესის ეფექტური ორგანიზება და პრობლემური სიტუაციების ოპერატიული გადაწყვეტა;
** პროდუქციისა და მარაგების კონტროლი;
** გაყიდვებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რესტორნის, ბარის ან პაბის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** გუნდთან მუშაობისა და პროცესების ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** ქართული და რუსული ენების ცოდნა (ინგლისური ჩაითვლება უპირატესობად);
** ეფექტური კომუნიკაცია და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;

ჩვენ გთავაზობთ:

** ოფიციალურ დასაქმებას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კარიერულ ზრდასა და პროფესიულ განვითარებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: office@maximus.ge. რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

შპს "მაქსიმუსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია