|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Black Sea Logistics
|
|
გამოქვეყნდა: 09 მარტი
/ ბოლო ვადა: 09 აპრილი
|
"Black Sea Logistics" საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიაა, რომელიც გლობალური გადაზიდვების მართვასა და ოპტიმიზაციაზე მუშაობს. ვეძებთ გამოცდილი გაყიდვების მენეჯერს, რომელიც განავითარებს ჩვენს კლიენტურას და მართავს მნიშვნელოვან პარტნიორებთან კომუნიკაციას.
ვაკანსია: გაყიდვების მენეჯერი
ლოკაცია: თბილისი, ფოთი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
მთავარი მოვალეობები:
** ახალი კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება
არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და პრეზენტაცია
** გაყიდვების მიზნების შესრულება/გადაჭარბება
** ბაზრის ანალიზი და ახალი შესაძლებლობების მოძიება
** კომპანიაში დანერგილი პროცედურების დაცვა და შიდა გუნდთან აქტიური კომუნიკაცია.
აუცილებელი მოთხოვნები (მხოლოდ გამოცდილ კადრებს):
** მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (ლოჯისტიკის ან ტრანსპორტირების სფეროში)
** ძლიერი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარები
** შედეგზე ორიენტირებული მუშაობა
** ოფისის პროგრამების საბაზისო ცოდნა
** უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ:
** კონკურენტული ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუს სისტემა
** პროფესიონალური და მეგობრული გარემო
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** თანამედროვე საოფისე სივრცე.
როგორ შევიტანო განაცხადი?
CV გამოაგზავნეთ: ფოთი - n.jinoria@bsl.ge, თბილისი - r.khvichia@bsl.ge სათაურში მიუთითეთ: Sales Manager.
|
|
|
|