Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=706497&print=yes&view=jobs
 
გუნდის წევრი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გუნდის წევრი
მომწოდებელი: სილიბისტრო
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 09 აპრილი
ახალი ქართული სწრაფი კვების რესტორნების ქსელი "სილიბისტრო" აცხადებს ვაკანსიას: გუნდის წევრი

"სილიბისტრო" არის პირველი სწრაფი კვების ობიექტი საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მხოლოდ ხინკალს, სხვადასხვა შიგთავსით, უმოკლეს დროში.

ჩვენი მისიაა შევქმნათ ათეული რესტორნისგან შემდგარი ძლიერი ქსელი, სადაც ხინკალს დავამკვიდრებთ, როგორც კვების ყოველდღიურ არჩევანს დღის ნებისმიერი მონაკვეთში.

თუ თქვენ ხართ კომუნიკაბელური, პოზიტიური, პასუხისმგებლიანი, მეგობრული, და ენერგიული- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "სილიბისტროში". გამოცდილება აუცილებელი არ არის. ჩვენ ადგილზე და ეტაპობრივად შეგასწავლით ყველაფერს.

სამუშაო პირობები:

** მცოცავი გრაფიკი: კვირაში 40 საათი, დასვენება 2 დღე;
** ანაზღაურება გაიცემა მხოლოდ საბანკო ანგარიშზე

ბენეფიტები:

** კვება
** დაზღვევა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ საშუალო განათლება;
** ქართულად გამართულად და თავისუფლად მეტყველება

რას გააკეთებ ჩვენთან:

სამზარეულოში:

** ისწავლი ხინკლის მომზადების სრულ პროცესს ეტაპობრივად;
** ჩაერთვები ცომის მომზადებასა და შიგთავსის მომზადებაში;
** დაეუფლები ხინკლის სწორად მოხვევასა და მოხარშვას

ან

სალარო:

** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
** სტანდარტების დაცვა;
** არსებული პროდუქტების ცოდნა

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი СV ელფოსტაზე: info@silibistro.com

გისურვებთ წარმატებებს!

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმირებული თანხმობა

ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "სილიბისტრო"-ს მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ თქვენი კანდიდატურის შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების განხილვის მიზნებისთვის.

თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.

თქვენ გაქვთ უფლება:

** მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
** მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
** გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
** ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათალისწინებული სხვა უფლებებით.

თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზვანეთ შეტყობინება ელ. ფოსტაზე: info@silibistro.com ან წარმოადგინეთ შესაბამისი განცხადება (მის.: თბილისი, ილია ჭავჭავაძის 29)
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია